სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც ასახულია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის 13 წლის შვილის, ადამ კადიროვის ბრძოლა ასლან ბატიროვთან.
შეხვედრა კრივის საერთაშორისო ტურნირის - "ლეგენდების დრო 6: სპეციალური ოპერაციის" ფარგლებში გაიმართა.
მეორე რაუნდის დროს მოკრივეებმა დარტყმები გაცვალეს, რის შემდეგაც მსაჯმა ბრძოლა გააჩერა და 10-მდე დათვლა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ბატიროვს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. დათვლის დროს კი ასლანის სეკუნდანტებმა პირსახოცი გადმოაგდეს...
რეფერიმ უმცროსი კადიროვის გამარჯვება დააფიქსირა და ქამარიც გადასცა. ჩეჩნური მედია წერდა, რომ ადამმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა!..
მომზადებულია Sports-ის მიხედვით
ვინმეს თუ ჰგონია დაღესტნელები, ან ინგუშები ნაკლები პატრიოტები არიან თავიანთი ქვეყნის, ძალიან ცდებიან... დუდაროვნა ნაადრევად ააფრიალა თავისუფლების დროშა და ჩეჩენი ერი მეტად მძიმე სიტუაციაში ჩააგდო. ეს ისეთივე უტვინობა იყო, როგორც ადრე, ჩეჩნებმა ჰიტლერს, თეთრი ცხენი გაუგზავნეს...