სანიმუშო ამბავი - კადიროვის შვილს მაშინ მოაგებინეს, რაც მეტოქემ ცემა დაუწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც ასახულია ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის 13 წლის შვილის, ადამ კადიროვის ბრძოლა ასლან ბატიროვთან.

შეხვედრა კრივის საერთაშორისო ტურნირის - "ლეგენდების დრო 6: სპეციალური ოპერაციის" ფარგლებში გაიმართა.

მეორე რაუნდის დროს მოკრივეებმა დარტყმები გაცვალეს, რის შემდეგაც მსაჯმა ბრძოლა გააჩერა და 10-მდე დათვლა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ბატიროვს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. დათვლის დროს კი ასლანის სეკუნდანტებმა პირსახოცი გადმოაგდეს...

რეფერიმ უმცროსი კადიროვის გამარჯვება დააფიქსირა და ქამარიც გადასცა. ჩეჩნური მედია წერდა, რომ ადამმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვა!..

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 21 /
ჩვეულებრივი მოვლენაა ? ასეც უნდა ყოფილიყო? ვაი რას არ კადრულობს ხალხი.
Lasha
18 მაისი 2021 18:08
0
კომენტატორმა დავოლნა ნე პანიატნაო :დ ვააა, შენ სად ცხოვრობ, ჯიგარ, მარსზე? :დ
დავლონა ნე ოპონიატნაო :დ
24 აპრილი 2021 10:43
2
ჯერ ბავშვია და ვერაფერს მოსთხოვ,სრულწლოვანი რო გახდება და გადახედავს ამ ორთაბრძოლას და ბოდიშს მოუხდის მოწინააღმდეგეს, ჩაეთვლება კაცობაში,თუ არადა ერთი ნაგავით მეტი იქნება!
სიმართლე
23 აპრილი 2021 17:45
0
იხილეთ ჩარლი ჩაპლინის "ბიჭუნა". ქუჩაში ჩხუბის ეპიზოდი!!!
თბილისელი
23 აპრილი 2021 14:52
0
ეს ხალხი სირცხვილიავაინახების,ესენი მაგ მიწაზე როგორ უნდა დადიოდნენ ჯოხარ დუდაევის,ზელიმხან იანდარბიევის და სხვა გმირების შემდგომ! დიდება დამოუკიდებელ იჩქერიას!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
21 აპრილი 2021 22:42
1
რა ნეხვიცაა ისეთივე ნეხვს ზრდის.
გიო
20 აპრილი 2021 22:26
1
გაიზრდება შერცხვება, თუარადა მამამის დაემსგავსება. მე მეორე ვარიანტი მგონია 100% ით
sss 21
20 აპრილი 2021 17:51
3
სინდისი თუ აღარა აქვს კადიროვს, არ ცხვენია მაინც? მაგრამ თუ ერთი არა აქვს, მეორე როგორ ექნება არა? :)
სტალინი
20 აპრილი 2021 16:13
0
ხელთათმანები აშკარად დიდი ზომის აცვია ცისფერ მაიკიანს. თავიდანვე გადაწყვიტეს მაგით წაეგო. ვისაც უვლია კრივზე მიხვდება რა რთულია ჩხუბი დიდი ზომის ხელთათმანით. იგივეა დიდი ზომის თხილამურით დაეშვა რომელსაც ვერ მართავ
ხელთათმანები
20 აპრილი 2021 16:00
0
ბოლოს კომენტატორი აცხადებს, გაიმარჯვა დაუმარცხებელმაო.....)))))
100%
20 აპრილი 2021 14:28
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული