ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა პირველი კომენტარი გააკეთა თავისი შვილის სკანდალურ კრივის მატჩზე.
8 აპრილს უმცროსი კადიროვი კრივის ტურნირის გამარჯვებული მას შემდეგ გახდა, რაც მოწინააღმდეგემ მისი ცემა დაიწყო.
"ინსტაგრამ ლაივის" პირდაპირ ეთერში უფროსმა კადიროვმა თავის შვილს მიმართა და ჰკითხა, თუ საიდან ჰქონდა ფული, რომ ბრძოლა ჩაეწყო. შემდეგ კი ამ ყველაფერს შავი პიარი უწოდა.
"თუ რეფერი ხედავს, რომ დარტყმა თვალში მოხვდა მებრძოლს, ბრძოლა უნდა გააჩეროს. არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი შვილია თუ სხვისი", - განაცხადა კადიროვმა.