"ავთო ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ... ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს" - ავთანდილ ხურციძის დედა

AutoSharing Option
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე რამდენიმე დღეში აშშ-ის ციხეს დატოვებს. როგორც მან დააანონსა, ის სპორტული კარიერის გაგრძელებას აპირებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით "TV პირველთან" კომენტარი მოკრივის დედამ, მაყვალა ხურციძემ გააკეთა, რომელმაც განაცხადა, რომ მისი შვილი საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს.

"საქართველოს მთავრობა უნდა დახმარებოდა ჩემს შვილს და არა ამერიკა. ჩვენი ხელისუფლება არ დაეხმარა და სწორედ ამიტომ ამერიკას უხდის მადლობას. ახლა გაახსენდათ?! ყაჩაღი ეგონათ... ავთოს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან ციხეში კარგად იქცეოდა. საპყრობილეს მალე დატოვებს და სპორტსაც გააგრძელებს, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს" -
ამბობს ხურციძის დედა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ავთოს მშვიდობიან მომავალს და წარმატებებს ვუსურვებ,განთავისუფლებასაც ვულოცავ,მაგრამ თუ ესეც ისევ დედის ჭკვაზეა,საშველი არაფერი ჰქონია.ჯერ მთავრობას რა შეეძლო და სამშობლოს,მთავრობისაგან ვერ არჩევენ,ეგენი?
სოსო
08 სექტემბერი 2021 20:10
2
გულს შემომეყარა.
Master
08 სექტემბერი 2021 16:26
7
დავიღუპეთ აწი?ნუ იასპარეზებს.მამლუქების მეტი რა იცის ისტორიამ
დაფნა
09 სექტემბერი 2021 15:39
6
სამშობლოზე მაღლა,არაფერია!
მირიან
08 ნოემბერი 2021 16:53
4
ყაჩაღი ეგონათო? რაც მაგას ქართველები ჰყავს ნაცემი ფულის წართმევისას, იმდენი...
გიორგი
27 აპრილი 2023 18:51
2
თავში ავარდნამ იცის ყველაფერი.სპორცმენა და აკეთოს თავის საქმე
ჯიბო
09 სექტემბერი 2021 15:38
4
დედას გავს
არდილეს
27 აპრილი 2023 12:54
0
მართალიც არის! როცა საჭირო იყო და ავთოს დახმარება სჭირდებოდა, ზუსტად მაშინ "დაიბანეს ხელი" ქართულმა მხარემ.
ავთანდილ ხურციძეს, არც ვამტყუნებ.
08 სექტემბერი 2021 16:26
61
ხელი რაზე დაიბანეს? უდანაშაულო იყო და სიტყვა არ შეაშველეს?
: )))))))
29 აპრილი 2023 08:26
0
აღარ მიკვირს რომ გაყაჩაღდა.
გიორგი
29 აპრილი 2023 11:50
0

სიახლეები პოპულარული