ავთანდილ ხურციძემ საპატიმრო დატოვა - რას წერს ქართველი მოკრივე ციხიდან გათავისუფლების შემდეგ

AutoSharing Option
ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე, იგივე "ჩაქუჩა", თავისუფალია. მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს - "მე დავბრუნდი".

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით
თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
არც ერთი წუთით არ დამიჯერებია მისი ბანდიტობა! ("ჩაქუჩას" ჰაკერობა ხომ ანეკდოტია, საერთოდ!). თუ გავითვალისწინებთ, სხვადასხვა დროს, რამდენ სპორტსმენს უკრეს თავი ციხეში და გზა გაუხსნეს მათთვის სასურველს, არ გამკვირვებია მისი დაჭერა. (გავიხსენოთ, ტაისონმა რისთვის ხეხა ციხე: ვიღაც "კდემამოსილი მანდილოსანი" რომ სასტუმროში წაჰყვა და ღამე მასთან იგორავა, "გაუუპატიურებია", თურმე! (არადა, რას წარმოიდგენდა, ასეთ რამეს თუ აკადრებდა მაიკლი!). ჩვენს ხელისუფლებას რომ თითი არ გაუტოკებია ხურციძის დასახმარებლად, ესეც ძალიან გულსატკენი იყო ჩემთის...
ძალიან გამიხარდა!
15:13 27-04-2023
35
მას კიდევ დარჩა კარიერის რამდენიმე წელი, ასე, რომ ბევრს მოხდება თავსა და ყბებში მაგის ჩაქუჩი.
ჟორა
18:22 27-04-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული