"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

AutoSharing Option
43 წლის მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს, Facebook Live-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ის ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა:

"საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
მკითხველის კომენტარები / 68 /
ვერ ვხვდები ურაპატრიოტებო რატომ ბრაზდებით, საქართველო აღარ მიყვარსო ხომ არ უთქვია, არც ისე უთქვია ქართველად არ მივიჩნევ თავსო, არამგონი ვინმე ადეკვატური აზროვნებით ამისგან სპორტში დაბრუნებას ელოდა, რა გინდათ თავს მიხედა, როგორც უამრავმა ქართველმა, აბა ამ გასაცოდავებულ ქვეყანაში რა უნდა? პირველია ვინც აშშ-ს მოქალაქეობა მოითხოვა თუ რა ამბავში ხართ რამ გაგაშმაგათ? დარწმუნებული ვარ ნახევარზე მეტს “გრინ კარტაზე” განაცხადი აქვს შევსებული! ხოდა თქვენ არ მოგეგოთ მწვანე ბარათი ვინც თათხავთ, თავის გაჭირვება ეყოფა
***
29 აპრილი 2023 00:08
22
Ra tkva am kacma ara scori? Saqarvelos moqalaqeobaze uaris tqma sulac ar nishnavs uaris tqmas qartvelobaze... da tanac tavdablobit bodishic moixida rac gasagebia rom im dros ise aecko misi cxovreba da sakme.. da regvenia da cxovrebashi chauxedavi koveli tgventagani vinc amis gamo kicxavt Avtandils. Xolo
tu tkven sakutari tavi ucodveli kravebi gonniat, xolo saqartvelos moqalaqeoba zeciuri samotxe... sakutar sulier sibneles tavs verasodes daaxcevt da aseti qartvelobit kidev bevrs gauchent survils saqartvelos moqalaqeobaze uaris tqmas!
Zura Pilosoposi
28 აპრილი 2023 23:38
13
მორალისტებო! ქვამ იმან მესროლოს ვინც უცოდველია!
ავთანდილ ხურციძე
28 აპრილი 2023 22:52
28
ქვას არავინ ესვრის. ეს კრიმინალია და არა სპორტსმენი.
გიორგი
29 აპრილი 2023 11:34
2
რა უნდოდა წვენებში სპორტსმენ კაცს.
გიული
29 აპრილი 2023 08:34
1
ყველა გამოხმაურება
ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ საკუთარ ქვეყანაზე უარის თქმაში ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ. სამშობლო მეწველი ძროხა არ არის, მისგან ხეირს რომ ელოდო. სამშობლოს სიყვარული უანგარო გამიგია მე. გამგები გაიგებს.
დათა თუთაშხია
28 აპრილი 2023 22:30
11
კი, კი. ჩამოასახლეთ რუსები და არაბები. ჩვენ გაგვყარეთ განსხვავებული აზროვნების გამო და მერე წაიშენთ თავში ხელს ეთნიკურ უმცირესობად რომ იქცევით ;)
კ.მარქსი ფ.ენგელსი
28 აპრილი 2023 21:53
26
"რა ამოწყდეს გლეხი კაცი საკარტველო დაძაბუნდეს." ჯავახიშვილ ორბელიან ვახვახოვ და ა.შ.
გიული
29 აპრილი 2023 08:32
1
ამერიკაში დაგაკავეს .
ამერიკის ციხეში იჯექი .
მაინც ამერიკა ჯობია ხომ ?
ხოოდა იყავი ამერიკაში .
საქართველომ რა დაგიშავა ? ვერ გავიგე ...
გულშემატკივარი
28 აპრილი 2023 21:43
18
არაფერი დაუშავებია, უბრალოდ, როგორც ამრერიკაში, აქ ისე ვერ მიბეგვავდნენ და იქ, სვეტი გახდა. ჰამბურგერი არჩია, მწვადს და ხინკალს. თუ არ გჯერათ, აბა ჰკითხეთ!
ხურცი-ს!
29 აპრილი 2023 14:45
1
ვაი შენს პატრონს, ამერიკამ დააკავა მერე რა უკანონოდ დააკავა.
ეეე
28 აპრილი 2023 22:11
18
ისე ჩაქუჩ, რაც შენა ხარ ზუსტად ეგეთივეა შენი სამშობლოც - არც არაფრით მეტი და არც არაფრით ნაკლები.
ეხლა ამ სიტყვების გამო ნუ მომდგებით კომენტარებში )) არავისზე უკეთესად არ მიმაჩნია ჩემი თავი. როგორც ხუტა უფროსი ამბობს შერეკილებში, მეც აქაური ვარ ბოლოს და ბოლოს )))
korben dallas
28 აპრილი 2023 21:42
22
აგაშენა ღმერთმა!!! ერთი ერთში იგივეს დაწერა მინდოდა კომენტარი რომ წავიკითხე მეთქი მე ვარ?'
ავჭალიდან
29 აპრილი 2023 08:58
7
ბოდიში მოუხადე ყველა იმ ადამიანს ვისაც ფულს სძალავდით შენ და რაჟდენა, ეხლა არ თქვა არაო, ბიჭები მუვინგზე მუშაობდნენ დღე და ღამე და იმათ ფულს ახდევინებდით, რამდენჯერ ხარ მუქთად ნაქეიფრი ქართულ რესტორანში, წილს რომ თხოვდით მეპატრონეს, საქართველოში ბევრმა არ იცის შენი საქმენი საგმირონი, მაგრამ ყველა ქართველმა იცის ეგ ბრუკლუნში
ბრუკლინელი
28 აპრილი 2023 21:29
5
რავი, კი ატეხა ერთი ამბავი უდანაშაულო ვარო და აქეთ მთავრობას აყვედრა არ მეხმარებითო. დამიჯერეთ, მაგაზე მაგარი ბიჭები იბრძვიან და ისინი გვასახელებენ. უჩაქუჩობა ნამდვილად არ შეგვაწუხებს
: )))))))
29 აპრილი 2023 08:24
0
რომ დახმარებოდა ამ ადამიანს.
საქართველოს მთავრობამ სრაფერი გააკეღა
28 აპრილი 2023 20:49
30
ქართველობაზე უარი როგორ უნდა თქვა ეგ არ მესმის. ამის მერე რაც გინდა ის აკეთე ჩაქუჩ
ზურა
28 აპრილი 2023 20:36
5
სანამ რაღაცას დაწერ ჯერ გაიკითხე, ორმაგი მოქალაქეობა მაქვს უკვე წლებია, ჩვეულებრივ გინარჩუნდება საქართველოს მოქალაქეობა, ერთი განცხადებაა საჭირო რომ დაწერო საელჩოში და 250 ლარი გადაიხადო იუსტიციის სამინისტროში
ირაკლის
28 აპრილი 2023 21:52
1
როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ხდები, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას.
ირაკლი
28 აპრილი 2023 21:27
18

სიახლეები პოპულარული