"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

AutoSharing Option
43 წლის მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს, Facebook Live-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ის ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა:

"საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
მკითხველის კომენტარები / 68 /
სიმართლე მწარეა,ვინც სამშობლოზე ლაპარაკობთ, პირველები გარბიან თუ გამოუვათ რა თქმა უნდა...ჯიგარი ხარ ძმაო,ამის გაკეთებასაც ვაჟკაცობა უნდა, ისე როგორც რინგზე.კაცმა ქართველობაზე კი არ თქვა უარი,ქვეყანაზე ( ტერიტორიაზე).დღეს აბა საქართველო რაა,სადაც ერთი ბრბო მეორეს აჩმორებს...
სპალეტი
28 აპრილი 2023 20:30
22
სამშობლო ვირი არ არის ან გამოაგედგეს ან არა. მაგაზე მაშინ უნდა გეფიქრა კრიმინალებს რომ უარი არ უთხარი თანამშრომლობაზე.
ჯარჯი
28 აპრილი 2023 20:17
2
ამაზე დიდი სადარდებელი ნუ მოგვცეს ღმერთმა.თუ ერთი კრიმინალით ნაკლები მოალაე გვეყოლება,ცუდს ვერაფერს ვხედავ.
მირო
28 აპრილი 2023 19:56
19
Eseni naxe ra dgeshi arian, qveynistvis kapikis araperi roar aqvt gaketebuli im kacs landzgaven vinc saqartvelos drosha da saxeli amayad atara msoplioshi, ramdeni qartveli gamodis ucxo qveynis saxelit da ratom xart trakshi shemdzvrali? Zurab datunashvili dagaviwydat? Jarji? Gavagrdzelo? Bogma da luzerebi xart da meti araperi... chaquchas arsad utqvams qartvelobaze vambob uarso, midi qartvelo gaigde sheneburat ringze vinc shegxvdeba da misi warmatebit gulgaxetqilebma ert adgilze ukbinet misi gamwareba tugindat
Qutaiseli
28 აპრილი 2023 19:41
20
წარმატებები. მეც ამსე მოვიქცეოდი. საქართველო სახელმწიფოს გარდა ყველაფერია.
კ.მარქსი ფ.ენგელსი
28 აპრილი 2023 19:21
69
წადით ასეთი ხალხი იქ,სადაც სახელმწიფოა,გაიწმინდება ქვეყანა!
დეა
28 აპრილი 2023 19:57
12
უფალმა შეგინდოს
1408
28 აპრილი 2023 19:11
9
რა სჭირს და ქათველებს სცემდა და ფულს აწერავდა ეს არაკაცი.
!-ს
29 აპრილი 2023 11:38
0
რა აქვს შესანდობი არ მესმის,მეტი გზა არ მქონდაო იძახის ადამიანი, მთელი საქართველო უცხოეთში გადაიხვეწა, ბევრმაც იქაური მოქალაქეობა მიიღო, იმაზე არ ფიქრობთ რატომ ხდება ეს, რატომ ხდება რომ ქვეყანა ფეხზე ვერ წამოდგა და ხალხი გარბის, არა თქვენ ოღონდ ლანძღოთ და აგინოთ, მეტი არაფერი იცით, მერე ხახვზე ლა ლობიოზე გაიყიდოთ არჩევნებში, ერთი მთავრობა არ გვეღირსა რომელიც ქვეყანაზე იზრუნებდა და არა საკუთარი შთამომავლობისთვის ქონების დაგროვებაზე. დამესიეთ ახლა ტროლებო.
!
29 აპრილი 2023 09:15
8
მაი აფერი "ბრატ" ეხლა ბრონქსიში დასახლდი და შეუბერე ჯიგრულად...
არ უნდა გაერიო ჯიგარო კრიმინალში და თუ გაერევი ნუღარ დააყვედრი ქვეყანას!
ბათუმელი ექსპერტი
28 აპრილი 2023 18:57
3
ვაჟკაცობა ფართო მცნებაა,ძმა სამშობლოს უანგარო სიყვარულსაც მოიცავს
მარტვილელი
28 აპრილი 2023 18:46
5
აუფ, დღეს რაღა დაგვაძინებს. რუსების ძმაკაცი რეკეტი ძაან გვჭირდები რა ქართველებს. თუ ჩაგიბარა ამერიკამაც, თუ არადა მიმართე რუს ძმაბიჭებს.
mmmm
28 აპრილი 2023 18:41
10
რატომ გვაყვედრის ჭეშმარიტ ქართველებს ყველა თავის არსებობას?
პლეხანოვზე გაზრდილი
28 აპრილი 2023 18:26
8

სიახლეები პოპულარული