"ბოდიშს გიხდით, მაგრამ..." - ავთანდილ ხურციძე საქართველოს სახელით აღარ იჩხუბებს

AutoSharing Option
43 წლის მოკრივე ავთანდილ ხურციძემ, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ციხიდან გაათავისუფლეს, Facebook Live-ში განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა.

ის ქართველებს ბოდიშს უხდის და ამბობს, რომ სხვა გზა არ ჰქონდა:

"საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ვთქვი, საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ, სამწუხაროდ. ამერიკას ჩავბარდი, როგორც ლტოლვილი. თუ ამერიკას დასჭირდება, გამოვალ ამერიკის დროშით. ბოდიშს გიხდით ქართველებს, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა", - ამბობს ხურციძე.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე აშშ-ში კრიმინალური დაჯგუფების წევრობის ბრალდებით 2017 წელს დააკავეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ 7 ივნისს გამოქვეყნებული
ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებულთაგან 27 ადამიანი არის გაერთიანების წევრი, რომელსაც რაჟდენ შულაია და ზურაბ ჟანაშვილი ხელმძღვანელობდნენ. ამ ჯგუფს ბრალად ედება დაქირავებული მკვლელობა, ადამიანების გაძარცვა მოტყუებით ან ქლოროფორმის გამოყენებით, ჰაკერული მოწყობილობების გამოყენებით კაზინოს ავტომატებზე თაღლითობა.

2018 წლის სექტემბერში ხურციძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ხურციძე სასჯელს დასავლეთ ვირჯინიის ციხეში იხდიდა.
მკითხველის კომენტარები / 68 /
სამშობლო რა შუაშია შენ სამეგობროს სწორად შერჩევა არ შეგეძლოს?! ისე რომ იცოდე სამშობლო ერთია და მას ადამიანი არ ირჩევს ისევე როგორც არ ირჩევს მშობლებს! წარმატებები ახალ სამშობლოში
Roni
28 აპრილი 2023 16:59
7
კრიმინალს სპორტში წარმატება ვერ ექნება.
გიორგი
29 აპრილი 2023 11:47
0
მე, ერთ ქართველს არ მჭირდება შენი ბოდიში. თუ ბოდიში გინდა მოიხადო მაინცდამაინც საკუთარ თავს, მიწას და წინაპრების ძვლებს მოუხადე ბავშვობაში რომ მწვანე ბალახად გედებოდა ფეხქვეშ. სამშობლო უფრო მეტია ვიდრე ყველაფერი ამ ქვეყანაზე და დროშა კიდევ მეტია ვიდრე ნაჭერი... და კიდევ თუ ტრაკი არ გაქვს, არ უნდა ატრაკო კაცმა, და თუ ატრაკებ კეთილი უნდა ინებო და პასუხისმგებლობებიც აიღო. შენ მანდ ხალხი ძუყნო მაფიოზების გამო და მერე იძახო მიშელეთო ეგრე სადა ბაბუ...
მგელუკა
28 აპრილი 2023 17:20
7
100%
გიორგი
29 აპრილი 2023 11:44
0
100%
ქართველი
29 აპრილი 2023 12:46
0
შენი ამბავი შენ იცი ..ყველაფერი მოხდეს შეიზლება მაგრამ სამშობლო რა შუაშია შენს დაჭერაში...თუ ვინმემ ხელისფლებიდან არ დაგეხმარა...შეგიძლია მას მოჰკითხო და პასუხი მისგან მიიღო...სამშობლზე როგორ უნდა იყვე განაწყენებული და ვინც დაგიჭირა და დაგაპატიმრა თუ შენი აზრით არასწორად მოგექცა მას როგორ უნდა სთხოვო თავშესაფარი?..ან მისი სახელით თუ გამოხვალ მოგიწმინდავს შებღალულ რეპუტაციას თუ რა?..სხვა გზა არ გქონდა კი არა სხვა გზა არ გინდოდა..
bujanga
28 აპრილი 2023 17:21
6
რომ დაიჭირეს მაშინ თქვი რომ საქართველოს სახელით აღარ გამოვალო. მეც ორმაგი მექალაქეობა მაქცს საქართველოსი და აშშ-ს. არავის აუკრაძალავს ჩემთვის უარი მეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. ტყულია რომ გამოუვალში იყავი უარი გეთქვა საქარველოს მოქალაქეობაზე. მე პირადად ვიცნობ იმ ბიჭებს ვისაც შე ნაძირალა ფული წაართვი. ის ბიჭები მტვირთავად მძიმე სამუშაოზე მუშაობდნენ. ავაზაკი იყავი და დარჩი ავაზაკ გათახსირებულად. თუ რაკი ქონდა და მაგარი იყავი წასულიყავი და მილიონერები რამ დალია აშშ-ში მათვის შგეწერა ფული. მარა იცოდი ქართველი ბიჭები არ იჩივლებდნენ და ამიტომ ქონდა დიდი რაკი. უნამუსო ხარ ვიღაც და გათახსირებული, ვის რაში სჭირდები საერთოდ? საქოცეთის მაგინებელი ვარ, მაგრამ შენ ვინ ხარ შე არამზადა საქართვეოს მთავრობამ შენს გულისთვის თუნდაც ხმა არაოფიციალურად ამოიღის ვინმესთან?
G.LA
29 აპრილი 2023 10:13
4
100%
ჯონი
01 ივნისი 2024 20:49
0
ბოდიში მოუხადე ყველა იმ ადამიანს ვისაც ფულს სძალავდით შენ და რაჟდენა, ეხლა არ თქვა არაო, ბიჭები მუვინგზე მუშაობდნენ დღე და ღამე და იმათ ფულს ახდევინებდით, რამდენჯერ ხარ მუქთად ნაქეიფრი ქართულ რესტორანში, წილს რომ თხოვდით მეპატრონეს, საქართველოში ბევრმა არ იცის შენი საქმენი საგმირონი, მაგრამ ყველა ქართველმა იცის ეგ ბრუკლუნში
ბრუკლინელი
28 აპრილი 2023 21:29
5
რავი, კი ატეხა ერთი ამბავი უდანაშაულო ვარო და აქეთ მთავრობას აყვედრა არ მეხმარებითო. დამიჯერეთ, მაგაზე მაგარი ბიჭები იბრძვიან და ისინი გვასახელებენ. უჩაქუჩობა ნამდვილად არ შეგვაწუხებს
: )))))))
29 აპრილი 2023 08:24
0
მაი აფერი "ბრატ" ეხლა ბრონქსიში დასახლდი და შეუბერე ჯიგრულად...
არ უნდა გაერიო ჯიგარო კრიმინალში და თუ გაერევი ნუღარ დააყვედრი ქვეყანას!
ბათუმელი ექსპერტი
28 აპრილი 2023 18:57
3
სად რჩები ძმაო,არც საჭმელია მანდ არც სასმელი. ჩამოდი აქ ეკონომიკა თუხთუხებს!
ორნიშნა ეკონომიკური ზრდა უკვე გვაქვს და მალე სამნიშნაზე გადავალთ.
ყველაფერი ბლომად გვაქვს აშენდა ამ მთავრობის მომყვანი...
ლექსო
28 აპრილი 2023 17:03
58
ძაალიან უმარილო იუმორია კაი დავუშვატ საქარტველოზეა განაწყენებული მარა ამერიკაში დაუდასტურდა ბრალი და მისი მოქალაქე ხდება თან არ იქნება პრობლემა ამერიკის სახელიტ გამოსვლა როცა საქარტველოს სახელით უკვე რცხვენია
ნოდო
28 აპრილი 2023 18:43
6
ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, მაგრამ საკუთარ ქვეყანაზე უარის თქმაში ვერანაირ გამართლებას ვერ ვხედავ. სამშობლო მეწველი ძროხა არ არის, მისგან ხეირს რომ ელოდო. სამშობლოს სიყვარული უანგარო გამიგია მე. გამგები გაიგებს.
დათა თუთაშხია
28 აპრილი 2023 22:30
11
ამერიკაში დაგაკავეს .
ამერიკის ციხეში იჯექი .
მაინც ამერიკა ჯობია ხომ ?
ხოოდა იყავი ამერიკაში .
საქართველომ რა დაგიშავა ? ვერ გავიგე ...
გულშემატკივარი
28 აპრილი 2023 21:43
18
ვაი შენს პატრონს, ამერიკამ დააკავა მერე რა უკანონოდ დააკავა.
ეეე
28 აპრილი 2023 22:11
18
არაფერი დაუშავებია, უბრალოდ, როგორც ამრერიკაში, აქ ისე ვერ მიბეგვავდნენ და იქ, სვეტი გახდა. ჰამბურგერი არჩია, მწვადს და ხინკალს. თუ არ გჯერათ, აბა ჰკითხეთ!
ხურცი-ს!
29 აპრილი 2023 14:45
1
ამაზე დიდი სადარდებელი ნუ მოგვცეს ღმერთმა.თუ ერთი კრიმინალით ნაკლები მოალაე გვეყოლება,ცუდს ვერაფერს ვხედავ.
მირო
28 აპრილი 2023 19:56
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული