უსიკმა ფიური დაამარცხა და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში ტიტულების გამაერთიანებელ ორთაბრძოლაში WBA, WBO, IBF და IBO-ს ვერსიით უკრაინელმა მსოფლიოს ჩემპიონმა ალეკსანდრ უსიკმა WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ბრიტანელი ჩემპიონი ტაისონ ფიური დაამარცხა.

12 რაუნდის შემდეგ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით (115-112; 113-114; 114-113) გამარჯვება უსიკს მიანიჭეს და ის მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

ეს ბრძოლა 17 თებერვალს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უსიკის ტრავმის გამო გადაიდო, დღეს გაიმართა და დიდი ინტერესი გამოიწვია - დარბაზში ანდრეი შევჩენკო, კრიშტიანო რონალდო, ნეიმარი, სტივენ ჯერარდი და სხვა ცნობილი პიროვნებები იმყოფებოდნენ.

ფიურიმ განაცხადა,
რომ სინამდვილეში მან მოიგო, მაგრამ მსაჯებმა გამარჯვება მეტოქის ქვეყანას მიანიჭეს.

კონტრაქტით გათვალისწინებული მათი მეორე ბრძოლა 13 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

altუსიკისა და ფიურის ბრძოლის ახალი თარიღი ცნობილია

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამ შემთხვევაში ნაღდად უსიკმა მოგიგო,ქვეყანა რა შუაშია შე ავყიავ?
დრანდელი
19 მაისი 2024 07:48
1
ვუყურე ბრძოლას. უსიკმა მოუგო ულაპარაკოდ. ერთმა მსაჯმა რატომ მისცა ფიურის-არ ვიცი. მე-9 რაუნდში ნოკდაუნში გაუშვა ფიური და რომ არა მსაჯის ნელი თვლა და რაუნდის დასრულების გონგი, ნოკაუტში ჩააგდებდა უსიკი.მენი პაკიაომ, ვიტალი კლიჩკომ, ლენოქს ლუისმა და ჰოლიფილდმა-უსიკმა ულაპრაკოდ მოიგოო
გიორგი
19 მაისი 2024 10:43
1
შიგ რუსეთუმეებში ))))
zoom
19 მაისი 2024 11:50
2
ვუყურე ჩხუბს. ფიურიმ სისულეები იალაპარაკა. 9 რაუნდში გონგი რომ არა - ნოკაუტში უშვებდა უსიკი. სრულიად დამსახურებულად მოიგო უკრაინელმა. ჯერ ჯოშუას მოუგო 2 ჯერ , ახლა ამას . ეგ ყოფილა ვინც ყოფილა
გ.ხ.
19 მაისი 2024 13:16
2
ბოდვებია. . . უკრაინას შეიძლება შენთან მიემხრო მარა რაც მანდ ომია,მაგათი ნაკრები იმდენჯერ დაჩაგრეს. . წინა მსოფლიოზე ტრილიარდპოცენტიანი პენალი არ დადო მსაჯმა ერთ მეტრში იყო უელსთან. .ვარმაც დახუჭა თვალები. . აგერ ეხლა ირალიასთან ბოლო წამებზე ასიანი პენალი არ დაუდეს. . . გასაკვირი ისაა რომ ჩესნად იმსაჯეს
ნაპოლეონი
19 მაისი 2024 11:56
4
ასეთი დონის სპორცმენს ნამუსიც უნდა გქონდეს და ღირსება..უამრავი ბრძოლა ყოფილა სადაც მსაჯი შეცდა ან არასამართლიქნი გადაწყვეტილება მიიღო..ეს კიდე დაბობმა უსიკმა და მე მოვიგეო..ბრწყინვალე მოკრივეა უკრაინელი..ასაკშია თირემ კიდევ დიდხანს იქნება ტახტზე კრივში
კიეზა
19 მაისი 2024 18:09
0
პატარა ბავშვივით უტყაპუნა, ამხელა ვერზილას, შეგრცხვეს მაინც. თავს ვერ გამოვყოფდი ამის ადგილას, ამან კიდე მე მოვიგეო.
ლევანი
19 მაისი 2024 15:28
1
რა მოაგებინესო ეს ვერაა კარგად, ეტყობა კიდე ვერ მოვიდა უსიკის დარტყმების შემდეგ გონს, თავი გამოგილაყა რტყმევით და კიდე იმას ამბობ მოაგებინესო?!შენ გონგს გადაუხადე მადლობა თორე გნახავდი ფიცარნაგზე წამოწოლილს და ათზე კიარა ერთი საათი ვერ წამოდგებოდი
ალიკა
19 მაისი 2024 13:57
2
გამარჯვებას ვუსურვებ უკრაინას მაგრამ შევჩენკოს ქვრყანაში ომია და მე მგონი არ არის ლამაზი მილანის თამაშებზე დასწრება და ეხლა საუდის არაბეთში კრივის საყურებლად არ ვიცი რამდენად გამართლებულად გამოიყურება ამის ქცევა
ჟორა
19 მაისი 2024 11:36
14
ბოდვებია. . . უკრაინას შეიძლება შენთან მიემხრო მარა რაც მანდ ომია,მაგათი ნაკრები იმდენჯერ დაჩაგრეს. . წინა მსოფლიოზე ტრილიარდპოცენტიანი პენალი არ დადო მსაჯმა ერთ მეტრში იყო უელსთან. .ვარმაც დახუჭა თვალები. . აგერ ეხლა ირალიასთან ბოლო წამებზე ასიანი პენალი არ დაუდეს. . . გასაკვირი ისაა რომ ჩესნად იმსაჯეს
ნაპოლეონი
19 მაისი 2024 11:56
4

სიახლეები პოპულარული