დოპინგ-სკანდალზე გამოკვლევა დაიწყო - მძლეოსნობის ფედერაცია

AutoSharing Option
ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე მძლეოსან ბენიკ აბრამიანთან დაკავშირებული დოპინგ-სკანდალის შემდეგ საქართველოს მძლეოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ საგანგებო განცხადება გაავრცელა:

"მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დროს, ცნობილი გახდა ყოვლად შემზარავი და ნებისმიერი სპორტსმენისთვის მიუღებელი ფაქტი. სამწუხაროდ, ქართველ მძლეოსან ბენიკ აბრამიანს გამოუვლინდა აკრძალული პრეპარატების მოხმარების შემთხვევა. მიუხედავად არაერთგზის ჩატარებული დოპინგ-სემინარისა თუ სხვადასხვა გაფრთხილებისა, მსგავსი ფაქტი ჩვენს სპორტულ ოჯახში მაინც დაფიქსირდა. მძლეოსნობის ფედერაცია მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გმობს სპორტში აკრძალული პრეპარატების გ
ამოყენებას და ბოდიშს უხდის ჩვენს გულშემატკივარსა და სპორტულ სამყაროს ამ შემთხვევის გამო.

აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ ბენიკ აბრამიანს ბოლო საკონტროლო შემოწმება ჩაუტარდა მიმდინარე წლის 1-ელ ივლისს, სადაც გამოუვლინდა უარყოფითი პასუხი. დღეიდან ფედერაციამ დაიწყო შესწავლა და გამოკვლევა, თუ საიდან ან რა ვითარებაში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო აკრძალული პრეპარატი სპორტსმენის ორგანიზმში. გუნდის დაბრუნებისთანავე მოხდება უშუალოდ სპორტსმენთან, მწვრთნელთან, გუნდის ექიმთან დეტალურად საკითხის გარკვევა და ამა წლის 13 აგვისტოს გაიმართება გამგეობის საგანგებო სხდომა. სხდომაზე მიღებულ იქნება უმკაცრესი გადაწყვეტილებები, როგორც სპორტსმენის, ასევე ყველა სავარაუდო მონაწილე პირის მიმართ.

კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს და ვგმობთ მსგავს ქმედებებს სპორტულ სამყაროში. იმედია, ეს იქნება ბოლო, უმძიმესი ფაქტი ქართული მძლეოსნობის ისტორიაში."

შეგახსენებთ, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრს, მძლეოსან ბენიკ აბრამიანს სამი სახის აკრძალული ნივთიერების გამოყენება აღმოუჩინეს და ბირთვის კვრაში შეჯიბრების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.

altსაქართველოს ოლიმპიური დელეგაცია დოპინგ-სკანდალში გაეხვია

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალოსნობა არის ძალიან მისახედი ქვეყანაში, ბოლომდე უნდა იქნას შესწავლილი იქაური პრობლემები, თუ გასაწმენდია გაიწმინდოს და მიეხედოს ამ სფეროს. ძალიან ბევრი სპორტის გაძლიერებას განაპირობებს ამ სახეობის განვითარება, ფეხბურთს განსაკუთრებით. რაგბში ხო გაცილებით კარგი შედეგები გვაქვს, მაგრამ მაგიტომაა რომ მორბენლები და უკანახაზელების სანთლით გვყავს საძებარი ეს სპორტის სახეობა რომ ცუდ დღეშია. სწრაფი ქართველს ფეხბურთელი ბოლო დროს ვინ გახსენდებათ, ლობჟანიძის გარდა?
Irakli Apkhaidze
03 აგვისტო 2021 16:32
1
ბირთვის მკვრელი თუ გინდოდათ თქვენ გყავთათ პარიზის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონი მამუკა ტუღუში, უყურადღებობის გამო მიატოვებინეთ უდიდესი მომავლის მქონე ბიჭს სპორტი.
hhh
03 აგვისტო 2021 16:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული