"მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია" - წულუკიანი მძლეოსნებს შეხვდა

AutoSharing Option
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზოგიერთი ქართველი მძლეოსნის ასპარეზობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

თეა წულუკიანის განცხადებით, კარგია, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია 5-მა ქართველმა მძლეოსანმა მოიპოვა, თუმცა მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია და მომავალში ამ კომპონენტს, მათ შორის, საკანონმდებლო ხარვეზების ამ მიზნით გამოსწორებას, მეტი ყურადღება დაეთმობა.

მოგეხსენებათ, ტოკიოში წარმოდგენილი 5 სპორტსმენიდან ბირთვის მკვრელ ბენიკ აბრამიანს დოპინგი დაუდასტურდა. დანარჩენი 4 სპორტსმენიდან ხელშესახები
შედეგი ბირთვის მკვრელმა გიორგი მუჯარიძემ აჩვენა, სხვა მძლეოსნების ასპარეზობა კი წარუმატებელი აღმოჩნდა.

მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ფედერაციებთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური გამჭვირვალობა და ხარისხი. მძლეოსნობის ინფრასტრუქტურის განვითარებას კი დიდი ყურადღება დაეთმობა.


საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

altდოპინგ-სკანდალზე გამოკვლევა დაიწყო - მძლეოსნობის ფედერაცია

altსაქართველოს ოლიმპიური დელეგაცია დოპინგ-სკანდალში გაეხვია

altთეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა




მკითხველის კომენტარები / 1 /
მძლეოსნობა ის ბაზისია,რომელზეც დგას სპორტის სხვა ყველა სახეობა.სამწუხაროდ დღევანდელ სკოლაში მძლეოსნობა თითქმის მივიწყებულია და აღარც სპეციალისტები გვყავს.გვეყოლება მძლეოსნობის კარგი სპეციალისტები?აღარ გვექნება ასეთი მაღალი ტრავმიანობა,სპორტის სხვა სახეობებში.ბავშვმა თუ თავიდანვე არ შეითვისა სწორად სირბილი,ხტომა თუ სიარული,მერე,უკვე ვეღარ ახერხებს მის გამოსწორებას და ისე იზიანებს საყრდენ მამოძრავებელ სისტემას,რომ ზრდასრულობის ასაკში,დატვირთვების ზრდას ვეღარ უძლებს და მძიმე ტრავმებს იღებს.მგონი ყველა ხედავს,რომ ჩვენი ახალგაზრდა ტალანტების მთავარი მტერი,სწორედ 18-21 წლის შუალედში მიღებული უმძიმესი ტრავმებია,შემდეგ თავდაყირა რომ აყენებს,მათ მომავალს.
სოსო
13 დეკემბერი 2021 13:49
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული