"ქართველი ჰალკის" მორიგი საჩემპიონო ქამარი - საგინაშვილმა ლარატი გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთის ქალაქ სტამბოლში მკლავჭიდში East vs West ღონისძიება გაიმართა, სადაც სუპერ მძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილმა კანადელი დევონ ლარატი მარტივად 4:0 დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.

შეგახსენებთ, საგინაშვილს ტრავმის გამო იძულებითი პაუზის აღება მოუწია და "ქართველ ჰალკს" ამის გამო წელიწადზე მეტი გაუცდა.

საგინაშვილი და ლარატი ერთმანეთს აქამდეც დაუპირისპირდნენ და გამარჯვება მაშინაც ქართველმა მოიპოვა.

East vs West-ის ტურნირი ქართველი კლავჭიდელების სრული დომინაციით წარიმართა – ლევან საგინაშვილის გარდა, ჩემპიონები ირაკლი ზირაქიშვილი და დავით სამუშია გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 32 /
გაიხარე, ლევან!
მსოფლიოში ყველაზე ძლიერები ვართ - ლევანი, ლაშა...
მანფრედ კალცი
21 აპრილი 2024 09:02
0
სანამ ხელს არ მოატეხავს მანამდე არ შეეშვება, გილოცავ ლევან
მამუკა
21 აპრილი 2024 06:54
0
ჯერ-ჯერობით არცერთი კომენტარი! ყველა კვარაცხელიაზეა გადართული. გაიხარე ლევან! უპირველესო ქართველო, ჩვენო სიამაყევ!
ზურაბი
21 აპრილი 2024 10:32
6
გილოცავ ნადირო!! გილოცავთ სრულიად საქართველოს გვემაყები ლევან!
T.q
21 აპრილი 2024 10:45
0
ჯიგარი ხარ. წარმატებას გისურვებ.
Walter White
21 აპრილი 2024 10:31
0
გაიხარე და გაგვახარე ჩვენო საამაყო გოლიათო !
ბაბაია
21 აპრილი 2024 08:52
0
კომენტატორი (12:34):"Levan Saginashvili from the great country of Georgia. And Georgians - 3 title matches today, 3 titles will be headed to Georgia".
https://youtu.be/W71vbPp0QKQ?si=_tfw6bgRFg58W9gn
რეალობა
21 აპრილი 2024 16:24
0
აბა, რა იცის რო 3,5 მილიონიანი ერია. ალბათ, ერთი ჩინეთის ტოლი მაინც ჰგინია)
გიორგი
21 აპრილი 2024 23:10
0
ზირაქიშვილის ვიდეო
https://youtu.be/5aZLGRCAqE0?si=bQoO4tSrpVZOYr-V
რეალობა
21 აპრილი 2024 13:18
0
საავტორო უფლებების გამო ყველა ატვირთული ვიდეო წაშალეს.
ეს ახალი ვიდეო ჯერ არწაშალეს
https://youtu.be/1WS6oTWf9bs?si=2202TcO1jyTQmafD
რეალობა
21 აპრილი 2024 13:06
0
ეს ვიდეო ნახეთ, სანამ არ წაშალეს
https://youtu.be/tHdYwMWmpqk?si=A5AG__r2LxXvgCll
რეალობა
21 აპრილი 2024 09:28
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული