სტიპე მიოჩიჩი 37 წლის არის. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში ხორვატი იმიგრანტების ოჯახში დაიბადა. კოლეჯში სტიპე ბეისბოლს თამაშობდა. როცა უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მას MLB-ის (ბეისბოლის უმაღლესი ლიგა) სკაუტებიც კი აკვირდებოდნენ.

თუმცა სტიპე საბრძოლო ხელოვნებებმა გაიტაცა. მან მოიგო "ოქროს ხელთათმანები". ეს ტურნირი კი არის უმაღლესი დონე ახალგაზრდა მოკრივეებს შორის. პარალელურად, უნივერსიტეტის ფარგლებში, ჭიდაობის პირველობაზე საუკეთესო აღმოჩნდა. კლივლენდში მეხანძრედ დაიწყო მუშაობა და შერეულ ორთაბრძოლებს პროფესიონალურად მოეკიდა.

2011 წელს სტიპე პირველად გამოდის UFC-ის ტურნირზე, ხოლო ზუსტად 5 წელიწადში ორგანიზაციის ჩემპიონი ხდება. კლივლენდელებს 1964 წლის შემდეგ ფართომასშტაბიანი მოგება არ ეზეიმათ. მაშინ ადგილობრივი გუნდი ამერიკულ ფეხბურთში ჩემპიონი გახდა. 2016 წელს კი მიოჩიჩმა ქალაქში UFC-ის ქამარი ჩამოიტანა და ქალაქის სპორტული წყევლა გააცამტვერა.

რა არის მასში განსაკუთრებული?

არც არაფერი. სტიპე უბრალოდ ადამიანია. თითქოს ამაში განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ, აბა, რამდენი სპორტსმენი გახსოვთ, ვინც წარმატებული გახდა, თავის საქმეში უმაღლეს მიღწევებს დაეუფლა და დარჩა ისეთად, როგორიც სულ იყო? სტიპესთან ერთად გრძნობ, რომ მასში "ვარსკვლავმა" არ გადააჭარბა ადამიანს: კეთილი, თავმდაბალი, ხუმარა და მომნუსხველი.

ეს პრობლემა მხოლოდ UFC-სთვის არის. ის იმდენად უბრალოა, რომ ორგანიზაციამ არ იცის, რეკლამა როგორ გაუკეთოს და მიიზიდოს ფანების ყურადღება. თუმცა მიოჩიჩის ძალა და ავტორიტეტი დღითი დღე იზრდება. ის უბრალოდ ანადგურებს მის მოწინააღმდეგეებს. ამასთან ერთად, დღემდე მუშაობს მეხანძრედ და ნებისმიერ მომენტში მზადაა თავი სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაწიროს.

რატომ თვლიან სტიპეს ყველა დროის ყველაზე დიდებულ მძიმეწონოსნად?

მძიმე წონაში ტიტულის შენარჩუნება და მისი დაცვა ყველაზე რთულია. ყოფილან ჩემპიონები, ვინც ერთი შეხედვით მიოჩიჩზე კარგები არიან, თუმცა ვერავინ ახერხებდა სტაბილურად ტიტულის დაცვას. თუმცა არაფრით გამორჩეულმა, თუმცა ყველა მხრივ თანაბრად განვითარებულმა მიოჩიჩმა ტიტული 3-ჯერ დაიცვა. პირველად ჰოლანდიელი ალისტარ ოვერიმი დაანოკაუტა, თუმცა თავად იყო ჯერ ნოკდაუნში. მეორედ ყოფილი ჩემპიონი, ბრაზილიელი ჯუნიორ დოს სანტოსი გაანადგურა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და ბოლოს, არაადამიანურად ძლიერ ფრენსის ნგანუს 5 რაუნდის განმავლობაში სცემა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მან დანიელ კორმიესთან სენსაციურად პირველ რაუნდში ნოკაუტით წააგო, თუმცა 2019 წელს რემატჩში კორმიეს კორპუსი დაბომბა, მე-4 რაუნდში ვადაზე ადრე იმარჯვა და ტიტულიც დაიბრუნა.

ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სტიპიესა და კორმიეს მესამე შეხვედრაზე.

საინტერესოა მომხმარებლის აზრი, უნდა მიბაძონ თუ არა ქართველმა სპორტსმენებმა მიოჩიჩს და შეინარჩუნონ უბრალოება?

მიჩინიო
ანუ არჩევანია იყოს უბრალო, ხუმარა, კარგი ადამიანი თუ გაფხორილი, ამპარტავანი, საკუთარ თავზე შეყვარებული და ენატლიკინა?... მმმმ, ძალიან რთული გადასაწყვეტია რომელი ჯობია! მადლობა ავტორს ასეთი მწვავე საკითხის დასმისთვის
საზოგადოება
რატომ გინდა ბატონო ავტორო რომ ამ თემაზე დისკუსია წამოჭრა. დიახ რათქმაუნდა უბრალო უნდა დარჩეს ადამიანი,დიახ ძალიან ბევრი გვყავს ეგეთივე მაგარი სპორტსმენი,როგორიც სტიპეა და უფრო მეტიც.ერთ მაგალითს ვიტყვი ლაშა ტალახაძე. ჯერ ადამიანი და შემდეგ დანარჩენი.მემგონი ამ აზრს ალტერნატივა არ აქვს, წარმატებები ყველა ადამიან სპორტსმენს.
[VIDEO] "მერაბის მიმართ მხოლოდ სიყვარული და პატივისცემა მაქვს" - უაითმა დვალიშვილთან კონფლიქტი დასრულებულად გამოაცხადა
"ბრმა დარტყმა გავუშვი... იმ 1%-ს, ვისაც ძალიან გაგიხარდათ, გილოცავთ..." - გიგა ჭიკაძემ სოციალური ქსელით მიმართვა გაავრცელა
"მინდა ჩემი ჰონორარის ნაწილი გიგას ორგანიზაციას გადავურიცხო" - ვალეხოსის მოულოდნელი განცხადება ჭიკაძესთან გამარჯვების შემდეგ
კარაგერს სალაპარაკო აღარ ექნება - სალაჰმა თანაგუნდელებს ბოდიში მოუხადა
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
სათადარიგო "კვარა", ბარკოლა შვებულებაში და 16 წლის ბოლი სასტარტოში?
15-ქალა | ორი თამაში თებერვალ-მარტში
ფუტსალის ნაკრები ერევნის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა
რონალდოს რეკორდი დამხობასთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე კრიშტიანოს გაუთანაბრდა
"სელტიკმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი დანიშვნიდან 2 კვირაში მოხსნას
"ჩაკვეტაძის თამაშს ამ პოზიციაზე განვიხილავ" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა
17-წლამდელ მოკრივეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
ოფიციალურად - გიზი მამაგეიშვილი "შტურმის" ფეხბურთელია
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
"უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება" - საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
X ტური უბრძოლველად დასრულდა: მარგვეთმა ორბი დაამარცხა, ივერიონმა დელტას მოუგო
"მის თამაშს კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ და ტოპ კლასის ფეხბურთელი გახდება" - გვარდიოლამ "სიტის" შემტევი გამოარჩია
ეკვადორის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მეუღლესთან ერთად ჩაცხრილეს
ჯუნიორ დოს სანტოსი ჟაირზინიო როზენსტრაიკს შეხვდენა
ურეაქციო მეტოქეც არ დაინდო - MMA-ის მძიმე წონას ახალი ჩემპიონი ჰყავს [VIDEO]
"დიდი მახინჯი ტომარა ხარ" - უძლეველმა ჩემპიონმა UFC-ის ჩემპიონი გამოიწვია
გიგა ჭიკაძეს მოწინააღმდეგე ბრძოლამდე 2 დღით ადრე შეეცვალა
ამ ადამიანის ყველა მძიმეწონოსანს ეშინია, ნახეთ რა გაუკეთა ყოფილ ჩეპიონს [VIDEO]
სტიპე მიოჩიჩმა დანიელ კორმიე დაამარცხა, კორმიე ერთი თვალით საერთოდ ვეღარ ხედავდა
მაკგრეგორი, ფერგიუსონი და სხვა მებრძოლები აბდულმანაპის გარდაცვალებას ეხმაურებიან
(+18) არქივი: UFC-ის ლეგენდას ტუჩი დარტყმით გაუპეს [VIDEO+PHOTO]
უსიკისა და ფიურის ბრძოლის ახალი თარიღი ცნობილია
მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლმა ტიტული გაათავისუფლა და დიდების ახალი მწვერვალის დასაპყრობად ემზადება
დასახელდა ყველა დროის 10 საუკეთესო მებრძოლი