ახლოვდება ყველა დროის ერთ-ერთი ხმამაღალი და საუკეთესო ბრძოლა UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვსა და ტონი ფერგიუსონს შორის. ამ ბრძოლას ისედაც არ აკლდა ყურადღება, თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, როცა სპორტული ღონისძიებები შეჩერებულია და პრაქტიკულად, ერთადერთი გამორჩეული შოუ ხაბიბისა და ტონის ბრძოლა დარჩა, მაყურებლის მოლოდინი პიკს აღწევს.

Sportall.ge დაუკავშირდა ქართველ მებრძოლებსა და მწვრთნელებს და მათი პროგნოზი მოისმინა. გთავაზობთ მათ:

ლევან მაყაშვილი: "ამ ბრძოლასთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი აზრი მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ხაბიბი მოიგებს. აქცენტი გაკეთებული იქნება ფიზიკურ ძალაზე და ის დაღესტნელების ტიპურ ტაქტიკას მიჰყვება - გადაიყვანს ტონის პარტერში და გალიასთან დაამწყვდევს. არ მგონია, ტონის გრაპლინგის უნარებმა ხაბიბი შეაჩეროს. ერთადერთი, სადაც წარმატება შეიძლება ფერგიუსონმა მიაღწიოს - მისი არაპროგნოზირებადი დარტყმებია. თუმცა ამ შემთხვევაშიც მგონია, რომ ნურმაგომედოვისნაირ გამოცდილ მებრძოლთან ეს სცენარი არ გამოვა.

ტონის ძალიან ვაფასებ. მასაც, ნურმაგომედოვის მსგავსად, 12 მოგება აქვს და თანაც, საკმაოდ სერიოზულ ბიჭებთან, მაგრამ ნურმაგომედოვი მას აწვალებს ქეიჯთან, პარტერშიც, დაღლის და უძლურს გახდის. ორივე კარგი მებრძოლია".

რაულ თუთარაული: "ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ბრძოლა გველოდება. ჩვენ დიდი ხანი ველოდით მას. ტონის მოგებას ვფიქრობ. მგონია, რომ ექიმის ჩარევა გახდება საჭირო და ბრძოლას ფერგიუსონის სასარგებლოდ გააჩერებენ".

ნიკა ბეგოიძე (RingSide Institute - დამფუძნებელი/მთავარი მწვრთნელი): "ვფიქრობ, ბრძოლის დიდი ნაწილი დგომში წარიმართება. ტონი ხაბიბს დაანოკაუტებს. ეს მოხდება გვიან რაუნდებში, მეოთხე ან მეხუთე რაუნდში".

ალექს უმანთსევი (Legion Brazilian Jiu Jitsu - თანადამფუძნებელი/მთავარი მწვრთნელი): "ერთი მხრივ, მგონია, რომ ხაბიბი მოიგებს, მაგრამ მეორე მხრივ, ტონი ფერგიუსონს ის უნარები აქვს, რომლებთანაც ხაბიბს შეხება არ ჰქონია. არ მგონია, ხაბიბი როდისმე შეხვედროდა ასეთ ძლიერს და არა მხოლოდ ძლიერს, არამედ ასეთ ბრუტალურს, როგორიც ტონია. ფერგიუსონს გაცილებით კარგი დგომი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით ხაბიბზე. ასევე, ტონის შავი ქამარი აქვს ჯიუ-ჯითსუში და ამ დისციპლინას საფუძვლიანად ფლობს, მისი მწვრთნელი კი ლეგენდარული ედი ბრავოა. არ დაგავიწყდეთ, რომ ფერგიუსონი, ასევე, კარგი მოჭიდავეა. დიახ, იშვიათად იყენებს ჭიდაობას, თუმცა ის შტატის ჩემპიონი იყო.

ერთადერთი გზა იმისა, რომ ხაბიბმა ტონი დაამარცხოს, მან უნდა აკონტროლოს აბსოლუტურად ყველაფერი. აკონტროლოს გალიასთან, პარტერში და ეს ყველაფერი 5 რაუნდის განმავლობაში აკეთოს. არ მგონია, რომ ტონის მახრჩობელა ან მტკივნეულ ილეთს გაუკეთებს. რთულია, ეს ილეთები მაღალი დონის მოჭიდავესთან გამოიყენო. ნურმაგომედოვის ყველა მოწინააღმდეგე შემდეგი აზრით გამოდიოდა: "დიახ, მე წამაქცევს ხაბიბი და რაც შეიძლება მალე უნდა ავდგე". მისმინეთ, მეც მებრძოლი ვარ და კარგად ვიცი, როცა ასეთი აზრით გამოდიხართ, თქვენ პანიკაში ხართ და უკვე განწირული ხართ.

კიდევ ერთი სხვაობა ამ მებრძოლებს შორის გამძლეობაა. ტონის თითქოს ელემენტი აქვს, რომელიც არასდროს ჯდება. მასზე ამბობებ, როცა ყველა სპარინგპარტნიორთან მორჩება ხანგრძლივვადიან სპარინგს და ფეხზე ვერავინ დგას, ის არ ჩერდება და სარბენად მიდის. აქ ხაბიბი მოიკოჭლებს, თუმცა ბოლო ბრძოლებში გამოასწორა და მეტ-ნაკლებად გამძლეა, ტონისთან მაინც ვერ მოვა.

მოკლედ, ხაბიბი თუ მოიგებს, მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგებს და აქამდეც რომ მოვიდეს, ტონი მთლიანად უნდა აკონტროლოს. თუ ფერგიუსონი აიძულებს ნურმაგომედოვს შეცდომების დაშვებას, ის მას ან დაანოკაუტებს ან ილეთით დაამარცხებს".

გიორგი კანკავა: "მინდა, ტონიმ მოიგოს, იდაყვებით დაჩეხოს. მე ტონისკენ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ფიზიკური კონდიციებისა და კარდიოს უპირატესობის გამო ხაბიბი ფერგიუსონს დაამარცხებს. 70-30%-ზეა".

გიგა კუხალაშვილი: "ვფიქრობ, პარტერში ბრძოლა დიდხანს არ გასტანს და მათ მოუწევთ დგომში ბრძოლის გაგრძელება, ხოლო ტონისთან ხაბიბს დგომში არ აქვს არანაირი შანსი! ტონი ფერგიუსონი ალი იაქუინტა არ გეგონოთ, სადაც ხაბიბი აძლევდა თავს უფლებას, ხელები ჩამოეშვა და ცოტა ეტრიპაჩა. ტონისთან ეს არ გამოვა! ვფიქრობ, ბრძოლა როგორც უნდა დამთავრდეს, ჩვენ ვნახავთ სანახაობას, რომელსაც დიდი ხანი ვერ დავივიწყებთ; ვნახავთ სისხლს, ტკივილს და ან დაღესტნელის დაბნეულ სახეს პარტერში ფიასკოს შემდეგ, ან ტონის მოგლეჯილ ხელს, რომელსაც პარალელურად ხაბიბი ესაუბრება და ჭკუას არიგებს!"

მიხო
მატყლს როდის გაპარსავენ
ვატო
დიდი იმედი მაქვს, რომ ჰაბიბი მოუგებს და მწარედ ანანებს ამ სიტყვებს!.. (საერთოდ ვერ ვიტან მეტოქის ლანძღვა-გინებაზე პიარის კეთებას).
სანდრო
100% toni ugebs!!!
იკა
აშკარა უპირატესობა აქვს დაღესტნელს და ის გაიმარჯვებს.ჩემი აზრით პარტერში ილეთზე ტონი უფრო სახიფათოა ვიდრე დგომში.ასევე ტონი ბევრ დარტყმას ატარებს დგომში.ტონიზე მაგარი დამრტყმელები იყვნენ ბარბოზა,კონორი და პორიე მაგრამ ნოგდაუნიც ვერ აიღეს.ტონის პლიუსი მისი ხელების სიგრძე,იდაყვები.ხაბიბი თავისი სცენარით წაიყვანს და ტყავს გააძრობს
რომან დოლიძე UFC-ში ზედიზედ მეორედ დამარცხდა
ილია თოფურია "თეთრ სახლში" იჩხუბებს!
"საქართველოში წასვლა ბოროტ საქმეს გაუკეთებს" - მახაჩევმა გარის არჩევანი არ მოუწონა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე შეცვალეს - "უოტფორდი" "ქუინზ პარკთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-1 რუსთავი. შემოტრიალება წყალტუბოურად