UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც ამჟამად დაღესტანში იმყოფება, კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ გაფრინდება აშშ-ში. შესაბამისად, მისი და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა უკვე მე-6-ედ ჩაიშალა. მებრძოლებს სხვადასხვანაირი რეაქცია ჰქონდათ. გთავაზობთ მათ:
პიტერ კუილლი: "არ მჯერა, რომ ხაბიბი რუსეთიდან ვერ გამოფრინდება. თუ მას ეს ძალიან უნდა, რამეს მოიფიქრებს. მე ვიცი, რუსეთში როგორ მოქმედებს კანონი. ისეთი რანგის ადამიანს, როგორიც ხაბიბია, თავისუფლად შეუძლია აარიდოს თავი შეზღუდვებს".
დილონ დანისი: "საერთოდ, რატომ გაემგზავრა აშშ-დან, თუ ის ლოს-ანჯელესში იყო და ბრძოლა აშშ-ში იგეგმებოდა?"
ჟურნალისტი არიელ ჰელვანი (აქვეყნებს დასტინ პორიეს შეტყობინების სქრინს): "მე გავმართავ ბრძოლას, თუ ამის უფლებას მომცემენ. ყოველთვის მზად ვარ გიჟური საქციელებისთვის".
ბენ ასკრენი: "შეაფასეთ ეს დეპრესია 1-დან 10 ქულამდე".
ხორხე მასვიდალი: "18 აპრილს მე თავისუფალი ვარ".
ტაირონ ვუდლი: "მე ვარ მზად შევხვდე კოლბი კოვინგტონს 18 აპრილს, თუ რა თქმა უნდა, ტონის არ უნდა ჩემს წონაში ამოსვლა. აქ მას არაფერი აქვს დასაკარგი".
კოლბი კოვინგტონი: "შეთავაზება ძალაშია. მზად ვარ ვუდლი ვცემო და გადავარჩინო სპორტი".