მებრძოლების რეაქციები ხაბიბი-ტონის ჩაშლაზე

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც ამჟამად დაღესტანში იმყოფება, კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ გაფრინდება აშშ-ში. შესაბამისად, მისი და ტონი ფერგიუსონის ბრძოლა უკვე მე-6-ედ ჩაიშალა. მებრძოლებს სხვადასხვანაირი რეაქცია ჰქონდათ. გთავაზობთ მათ:

პიტერ კუილლი: "არ მჯერა, რომ ხაბიბი რუსეთიდან ვერ გამოფრინდება. თუ მას ეს ძალიან უნდა, რამეს მოიფიქრებს. მე ვიცი, რუსეთში როგორ მოქმედებს კანონი. ისეთი რანგის ადამიანს, როგორიც ხაბიბია, თავისუფლად შეუძლია აარიდოს თავი შეზღუდვებს".

დილონ დანისი: "საერთოდ, რატომ გაემგზავრა აშშ-დან, თუ ის ლოს-ანჯელესში იყო და ბრძოლა აშშ-ში იგეგმებოდა?"

ჟურნალისტი არიელ ჰელვანი
(აქვეყნებს დასტინ პორიეს შეტყობინების სქრინს):
"მე გავმართავ ბრძოლას, თუ ამის უფლებას მომცემენ. ყოველთვის მზად ვარ გიჟური საქციელებისთვის".

ბენ ასკრენი: "შეაფასეთ ეს დეპრესია 1-დან 10 ქულამდე".

ხორხე მასვიდალი: "18 აპრილს მე თავისუფალი ვარ".

ტაირონ ვუდლი: "მე ვარ მზად შევხვდე კოლბი კოვინგტონს 18 აპრილს, თუ რა თქმა უნდა, ტონის არ უნდა ჩემს წონაში ამოსვლა. აქ მას არაფერი აქვს დასაკარგი".

კოლბი კოვინგტონი: "შეთავაზება ძალაშია. მზად ვარ ვუდლი ვცემო და გადავარჩინო სპორტი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული