UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი, რომელიც ამჟამად დაღესტანში იმყოფება და ვერ ახერხებს აშშ-ში გაფრენას და ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის ჩატარებას, საინტერესო სიახლეს აანონსებს.
"დუბაი დაკეტილია, აშშ დაკეტილია. ჩემს მენეჯერს თბილისიდან დაურეკეს და დიდი არენა შესთავაზეს ბრძოლის ჩასატარებლად. ჯერჯერობით არ სახელდება არენის სახელწოდება. მე საქართველოში შემოსვლა სპეციალური ნებართვის გაცემის შემდეგ შემეძლება. საინტერესოა, დეინა უაითი და ტონი ფერგიუსონი რა აზრის იქნებიან. მიყვარს საქართველო და ქართველი ხალხი. კარგია, რომ საბრძოლო ადგილი გამოჩნდა", - განაცხადა ხაბიბმა.
ალბათ, არა მხოლოდ MMA-ის ქართველი ფანების, არამედ საბრძოლო და ზოგადად, სპორტის მოყვარულებისთვის ეს ამბავი საინტერესო და სასურველი იქნებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს პირველი აპრილია და ესეც საპირველაპრილო ხუმრობა გახლავთ.