ESPN-ის ცნობით, UFC 249 მაინც ჩატარდება. სავარაუდოდ, ის დასავლეთ სანაპიროზე გაიმართება. მთავარ შეხვედრაში ერთმანეთს ამერიკელები ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეჯი დაუპირისპირდებიან. ჯერჯერობით კონტრაქტზე ხელი მებრძოლებს არ მოუწერიათ.
შეგახსენებთ, UFC 249 თავდაპირველად ნიუ-იორკში უნდა გამართულიყო და ორგანიზაციის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი ტონი ფერგიუსონს უნდა შეხვედროდა. კორონავირუსის პანდემიის გამო ბრძოლის ჩატარება ნიუ-იორკში შეუძლებელი გახდა. UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაითმა სათადარიგო ადგილის ძებნა დაიწყო. მსუბუქი წონის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი კი ჯერ დუბაიში, შემდეგ კი დაღესტანში გაფრინდა და პანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრები მისთვის ხელის შემშლელი აღმოჩნდა ამერიკაში დასაბრუნებლად.