ექიმებმა შერეული ორთაბრძოლების შეჩერება ითხოვეს, უაითმა კი კუნძული იქირავა

AutoSharing Option
როგორც იცით, UFC 249 ნამდვილი თავსატეხი აღმოჩნდა ორგანიზაციის პრეზიდენტისთვის. ჯერ მსუბუქი წონის ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვი გამოეთიშა ტონი ფერგიუსონთან შეხვედრას, ხოლო შემდეგ, დღემდე უცნობია, თუ სად ჩატარდება ღონისძიება. არადა, 19 აპრილამდე სულ რაღაც 12 დღეა დარჩენილი.

ხაბიბს ტურნირზე ჯასტინ გეჯი შეცვლის, ხოლო რაც შეეხება ადგილმდებარეობას, UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი TMZ-სთან საუბარში აცხადებს, რომ კერძო კუნძულს იქირავებს.

"ერთი-ორი დღე დამრჩა, რომ ეს პრობლემა აღმოვფხვრა. მე ვქირაობ კერძო კუნძულს. ახლა უკვე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა. მალე ყველაფერი მზად იქნება. კუნძულზე ნებისმიერი ქვეყნის მებრძოლის ჩამოსვლა
იქნება შესაძლებელი. ასე რომ, 18 აპრილიდან UFC ბრუნდება." - განაცხადა უაითმა.

ამჯერად უაითს სხვა პრობლემაც ემატება. შერეული ორთაბრძოლების ექიმების ასოციაცია მოითხოვს ბრძოლების შეწყვეტას.

შეგახსენებთ, UFC 249 19 აპრილს გაიმართება. საღამოს მთავარ შეხვედრაში ტონი ფერგიუსონი და ჯასტინ გეჯი ერთმანეთს დროებით ჩემპიონობის სტატუსზე დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული