ხვალ UFC 249 გაიმართება, პირველები იქნებიან ვინც სპორტს უბრუნდებიან, თუმცა ერთ-ერთ მონაწილეს კორონავირუსი აღმოაჩნდა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ხვალ, 10 მაისს UFC პირველი სპორტი გახდება, რომელიც აღებული პაუზის გამო დაბრუნდება. გუშინ გაიმართა მებრძოლების აწონვის ცერემონია. ჯერემი სტივენსის გარდა, ყველა მონაწილემ წონა წარმატებით ჩააბარა.

დღეს კი კორონავირუსის ტესტირებაზე აღმოჩნდა, რომ ტურნირის ერთ-ერთ მონაწილეს რონალდო სოუზას და მის გუნდს კორონავირუსი აღმოაჩნდათ. მებრძლი სასტუმროდან გაასახლეს და იზოლირებულ განყოფილებაში მოათავსეს, სადაც UFC-ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. შესაბამისად რონალდოს ბრძოლა იურაია ჰოლის წინააღმდეგ - გაუქმდა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ დანარჩენ მებრძოლებს, ისევე, როგორც მათ გუნდის წევრებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ
რონალდოს ოჯახის წევრი ვირუსით დაინფიცირებული იყო.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული