მაკგრეგორი კომაში მყოფ ნურმაგომედოვზე: მათი ოჯახისთვის ვლოცულობ

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონის, ხაბიბ ნურმაგომედოვის მამა და მწვრთნელი აბდულმანაპ ნურმაგომედოვი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში წევს და გადატანილი ინსულტის შედეგად კომაშია. ამ არასასიამოვნო ინფორმაციას UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაითი და ხაბიბის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე, ირლანდიელი კონორ მაკგრეგორი გამოეხმაურნენ.

"აბდულმანაპ ნურმაგომედოვი შერეული ორთაბრძოლების ის წარმომადგენელია, რომელიც ყოველთვის მოქმედებს ღირსებისა და პატივისცემის საფუძველზე. ყველა ეს ფასეულობა მან პატარა ასაკიდან ჩაუნერგა ხაბიბს, UFC-ის ჩემპიონს. კარიერის დაწყებიდან ჩემპიონობამდე აბდულმანაპი მუდამ თავისი შვილის გვერდითაა. ვიცი, რამდენად ახლო ურთიერთობა აქვთ მას და ხაბიბს. ამიტომ არარეალურად რთულია ჩემთვის იმ ინფორმაციის გაგება,
თუ რა მდგომარეობაშია აბდულმანაპი. ამ რთულ ბრძოლაში ჩემი ყველა აზრი ნურმაგომედოვების ოჯახის მხარდაჭერისკენაა მიმართული." - ციტირებს უაითს UFC.com-ი.

თავის მხრივ, კონორ მაკგრეგორმაც გამოხატა პატივისცემა აბდულმანაპის წინაშე:

"ვლოცულობ, რომ აბდულმანაპ ნურმაგომედოვი გამოჯანმრთელდეს. ადამიანმა მსოფლიოს იმდენი ჩემპიონი მისცა სხვადასხვა დისციპლინაში, რომ ჩვენ ვერ დავითვლით. ბრძოლის ნამდვილი გენიოსია! ძალიან მეწყინა ამ ამბის გაგება. ნურმაგომედოვების ოჯახისთვის ვლოცულობ" - დაწერა მაკგრეგორმა "თვითერზე".

მკითხველის კომენტარები / 7 /
საიდან დაასკვენი, პატარა რომ ვარ? ახლა რომ გითხრა, მე და შენში უმცროსის ასე და ისეო, ხომ გეწყინება? აგდებასა და დემაგოგიასაც აქვს საზღვარი და მშობელს არ უნდა შეეხო. ერთი, ისიც დაგუგლე, ამ მაკგრეგორმა ბარში მოხუც კაცს როგორ გაარტყა, სასმელის დაძალებაზე უარი რომ მიიღო და მიხვდები, რომ ამის არცერთი სიტყვა პატივისცემას არ იმსახურებს. ეს კაცი საფუძველშივე ნაძირალაა.
ბმბ–ს
19 მაისი 2020 11:56
0
ბრავო მაკრეგორ, კაი კაცი ხარ.
ფეხბურთი
15 მაისი 2020 02:53
3
ნამუსის ძარღვი მტლიანი ქონი,ყოჩაღ.თუმც ძაან უზრდელი მეჩვენებოდა...ჩვენ კანდელაკთან ახლოსაც ვერ მივა.
babau
14 მაისი 2020 20:58
3
კარგი ჟესტია,დასაფასებელი.აქამდე ყველა მისი ქმედება ოქტაგონის გარეთ ხაბიბთან და მის ოჯახთან მიმართებაში იყო აუტანელი,ყალბი. გამოჯანმრთელება აბდულმანაპ ნურმაგომედოვს ლეგენდას რომელმაც სპორტის სახეობეში(სამბო.ძიუდო,თავ ჭიდაობა.ბერძ ჭიდაობა)18 მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონი გამოზარდა
შალვა
14 მაისი 2020 14:03
2
თუ არ ვცდები, ამ უთავმოყვარეომ სწორედ მამამისის შეურაცხყოფით დაიწყო პროვოკაციების სერია და ახლა ფარისევლურად ღვრის ნიანგის ცრემლებს. ასეა, ბატონო, დაუკრეფავში არ უნდა გადახვიდე, პროვოკაციასაც აქვს საზღვარი, მშობელს რას ეხები?
???
14 მაისი 2020 12:23
40
სხვათა შორის, ირლანდიელებმა ოჯახის ფასი არავისზე ნაკლებად არ იციან და არც ჩეჩნებზე ნაკლები აქვთ ნატერორისტალი გასული საუკუნის განმავლობაში))) კონორა მართლაც არ იმსახურებს დიდ პატივისცემას პიროვნულად, მაგრამ მაგათ აქვთ ერში კაცური და ტრადიციული მომენტები
rasa
14 მაისი 2020 21:13
1
ჯერ პატარა ხარ გეტყობა, თორემ გეცოდინებოდა, რომ ქუჩაში ჩხუბის დროს დედის გინებაც მოსულია, ოღონდ მხოლოდ ჩხუბის დროს, ამ ირლანდიელის (რომელაც მე იოტისოდენა პატივს არ ვცემ), გამოხტომები სუფთა წყლის დემაგოგია და აგდებაზე გათვლილი გამონათქვამებია, მაგრამ როცა საქმე ჯანმრთელობას შეეხო, ასეთ დროს მისი ეს პოსტი რაღაცით მაინც პატივისცემას იმსახურებს.
ბმბ
14 მაისი 2020 13:37
3

სიახლეები პოპულარული