"მაპატიე, ეს საქმის ნაწილია", "რაც არის, ეგ არის" - მებრძოლმა ბრძოლის დროს მოწინააღმდეგეს მოუბოდიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს აშშ-ში, კერძოდ კი, ფლორიდაში, გაიმართა UFC Fight Night 171, რომლის მთავარ შეხვედრაში ნახევრადმძიმეწონოსნები ენტონი სმიტი და გლოვერ ტეიშეირა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

პირველი რაუნდი სმიტის უპირატესობით დასრულდა, რომელიც გლოვერს დისტანციაზე აჩერებდა, თუმცა მეორე რაუნდიდან ინიციატივა ტეიშეირას ხელში გადავიდა და სმიტის განადგურება დაიწყო.

მეოთხე რაუნდში ტეიშეირამ ტექნიკური ნოკაუტით ენტონი დამარცხა. ბრძოლამ იმდენად ცალმხრივი ცემის სახე მიიღო, რომ გლოვერმა მოწინააღმდეგეს შუა შეხვედრის დროს მოუბოდიშა.

სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია ბენ როთველის გამარჯვება ოვინს სენტ-პრიუსთან, ანდრეი არლოვსკის გამარჯვება ფილიპე ლინსთან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული