პლანეტის საუკეთესო მებრძოლი: სულელი ვარ, მე "ბენტლის" ფულს მიგდებდნენ, თვითონ კი მილიონებს აკეთებდნენ

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონი ნახევრად მძიმე წონაში, ამერიკელი ჯონ ჯონსი UFC-ის პრეზიდენტს ჯიუტს და ხარბს უწოდებს.

"ყველაფერი კარგად იყო იქამდე, სანამ შემოსავლის გაზრდა არ მოვითხოვე. მისმინეთ, მათთვის სულ ერთია, იღებთ თუ არა ტვინის შერყევებს ვარჯიშზე და ბრძოლის დროს, მათ ეს არ ადარდებთ, მაგრამ როგორც კი მოითხოვ თაობის უზრუნველყოფას, დაუყოვნებლივ გეტყვიან: "წადი შენი..."

როცა ჩემი შესაძლებლობების პიკში ვიყავი, თავს იმით იმართლებდნენ, რომ ჯერ საკმარისად დიდი ვარსკვლავი არ ვიყავი. სანამ მაიძულებდნენ, ახლად ნაყიდი "ბენტლით" მეხალისა, თვითონ მილიონებს ითვლიდნენ.

UFC თქვენს ბრენდს აკეთებს, მაგრამ არ
დაგავიწყდეთ, რომ ორგანიზაციას თქვენც ავითარებთ. მე დაახლოებით მილიონი ppv გავყიდე (1 პპვ = 50 დოლარს. რედ).

ახლა ვისვენებ და მსიამოვნებს ძალიან. უბრალოდ ის არის ცუდი, რომ დეინა უაითი ჯიუტი და ხარბია. ეჭვიც არ მეპარება, რომ გულშემატკივარზე ეს ცუდად იმოქმედებს", - ისაუბრა ჯონმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
საუკეთესო მებრძოლი არა ხახვი.
kaxa69
11:57 09-06-2020
15
ბენტლი რა მილიონი არ ღირს?! :-)))))))))
buba
12:05 09-06-2020
17
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული