ჩემპიონი ისე გავხდი, ერთი თვალი აღარ მქონდა - UFC-ის ექსჩემპიონმა თვალი პირდაპირ ეთერში "გამოიღო" [VIDEO 18+]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC-ის საშუალო წონის ექსჩემპიონმა მაიკლ ბისპინგმა კარიერის დასრულების შემდეგ აღიარა, რომ მას ბრძოლის დროს თვალი დაუზიანდა და იმის შემდეგ პროთეზი აქვს. მიუხედავად ასეთი ტრავმისა, მაიკლმა კარიერას თავი არ დაანება და მალე ჩემპიონი სენსაციურად გახდა, როცა 2016 წელს ლიუკ როკჰოლდი მოულოდნელად პირველივე რაუნდში დაანოკაუტა.

2017 წელს ზედიზედ 2 წაგების შემდეგ, ბისპინგმა კარიერა დაასრულა. მაიკლის თქმით, პრაქტიკულად არავინ იცოდა მისი თვალის შესახებ, თავად კი დაზიანებული თვალით ვერაფერს ხედავდა.

აღსანიშნავია, რომ დაზიანება ვიტორ ბელფროტთან ბრძოლის დროს მიიღო. ვიტორი იმ დროს აკრძალული დოპინგის მომხმარებელი
იყო და უსამართლო ფიზიკური უპირატესობა გააჩნდა. საინტერესოა მათი ბრძოლის ერთ-ერთი ეპიზოდიც. ჯო როგანთან პოდკასტში ბისპინგმა გაიხსენა, რომ ბრძოლის ერთ-ერთ მომენტში მან ბელფორტს დაუძახა და გასაღიზიანებლად უთხრა: "ვიტორ, იესო არ არსებობს". ბრაზილიელი ბელფორტი ღრმად მორწმუნე სპორტსმენია და ბუნებრივია, ის გაღიზიანდა. საბოლოოდ, მეორე რაუნდში ბელფორტმა მაიკლი დაანოკაუტა. სწორედ ამ ბრძოლას შეეწირა ბრიტანელი სპორტსმენის თვალიც.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ტვინიც პროტეზირებული (ინპლანტირებული) აქვს?
იდალგო
16:13 10-06-2020
3

სიახლეები პოპულარული