დღეს, რომან დოლიძე UFC-ში სადებიუტო ბრძოლას რუს ხადის იბრაგიმოვთან ჩაატარებს. რომანი მეორე ქართველი იქნება, ვინც "მებრძოლთა კუნძულზე" იბრძოლებს. პირველი კი ლიანა ჯოჯუა იყო. ლიანამ მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში დაამარცხა.
გუშინ მებრძოლებმა წარმატებით ჩააბარეს წონა, დოლიძეც და იბრაგიმოვიც 91 კგ-ს ლიმიტში ჩაეტივნენ.