რომან დოლიძე: ჩემი საქციელის გამო მოწინააღმდეგეს ბოდიში მოვუხადე, მას კი არაფერი ახსოვს. თუ რამე აინტერესებთ დამელაპარაკონ

AutoSharing Option
კვირას, 19 ივლისს რომან დოლიძემ სადებიუტო ბრძოლაში ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. თუმცა ჯერ-ჯერობით არ წყდება ამ შეხვედრის ირგვლივ არსებული რეზონანსი. შეგახსენებთ, ხადისმა ბრძოლამდე რომანზე გაიწია და მებრძოლების გაჩერება UFC-ის პრეზიდენტს, დეინა უაითს მოუწია.

"აწონვამდე ხადისი რამდენჯერმე შემხვდა, თბილად ვისაუბრეთ და დაძაბულობა არ ყოფილა. იქ კი მოვარდა და აგრესიულად იქცეოდა, ვუღიმოდი და ვეკითხებოდი რა ხდება-მეთქი.

ბრძოლის შემდეგ ხადისის გუნდთან მივედი და ბოდიში მოვუხადე, ცოტა არასწორი იყო რაც გავაკეთე მისი დანოკაუტების შემდეგ. ამით კონფლიქტი დასრულებული არის თუ არა, არ ვიცი. თუ
ბიჭებს დალაპარაკება უნდათ, მოვიდნენ და დავილაპარაკოთ.

ხადისსაც შევხვდი და ვესაუბრე, მაგრამ ამბობს, რომ არაფერი ახსოვს." - ისაუბრა რომანმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიურში.


მკითხველის კომენტარები / 25 /
ისე ჩვენში დარჩეს და ბევრს ნამდვილად არ მოგვეწონა როცა წაქცეულს ისიც დანოკაუტებელს კიდევ დამატებით ურტყამ, ვინც არ უნდა იყოს ის. იმ წაქცეულს თავისიც ეყოფოდა.
ზაური
21 ივლისი 2020 11:13
41
ზაური ეს არც ქუჩის ჩხუბია და ვაჟკაცობის გარჩევის ადგილი, ეს პროფესიონალური შერეული ორთაბრზოლაა, პრინციპით ან მოკლავ ან მოგკლავენ. ხალხნო არ იცით და კიდე რაღაცეებს წერთ. კიდე არის სხვა თემებიც და ნიუანსებიც, მაგრამ აზრს ვერ ვხედავ რომ გავაგრძელო.
MMA
22 ივლისი 2020 12:17
0
ეყოფოდა თუ არ ეყოფოდა,ამას მხოლოდ მსაჯი განსაძღვრავს და ძალიანაც ყურადღებით არიან ხოლმე.ბრძოლა მანამ გრძელდება,სანამ მსაჯი არ შეაჩერებს და სასტვენამდე გაჩერებით ძალიან ბევრი სპორტსმენი თუ გუნდი,მკაცრად დასჯილა.კი,მართლაც ძალიან მძიმე საყურებელია,წაქცეულს რომ ურტყამენ,მაგრამ თუ გონზე მოსვლა დააცადე,მერე შესაძლოა აქეთ დაგანოკაუტოს.ამის მაგალითებიც ძალიან ბევრია.
სოსო
21 ივლისი 2020 13:34
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული