რომან დოლიძე: საქართველოსა და დაღესტანს ერთი მთა ჰყოფს, ერთი რეგიონიდან ვართ, მაგრამ ის უპატივცემლოდ მომექცა

AutoSharing Option
გუშინ, 19 ივლისს რომან დოლიძემ სადებიუტო მატჩში რუსი ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. ბრძოლამდე საინტერესო იყო პარასკევს გამართული პრეს-კონფერენცია, სადაც ხადისმა რომანზე გაიწია და UFC-ის პრეზიდენტს დეინა უაითს მოუწია მისი შეჩერება. შეხვედრის შემდეგ, რომანმა ამ ეპიზოდზე ისაუბრა.

"UFC-ში ბევრი ადამიანი ქათამივით იქცევა. რაც ხადისმა გააკეთა უპატივცემლობა იყო. მე ვარ საქართველოდან, ქვეყნიდან, რომელიც დაღესტანთან ახლოს არის. ხადისი დაღესტნელია. ჩვენ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, უბრალოდ უნდა გამოვდიოდეთ და საქმეს ვაკეთებდეთ.

გაკვირვებული ვიყავი, როცა ასე მოიქცა. ორივე ერთი რეგიონიდან ვ
ართ, ერთი მთა გვაშორებს. არ მომწონს ასე, როცა იქცევიან, თუმცა მსგავსი საქციელები დამატებით მოტივაციას მაძლევს.

მზად ვარ ხვალეც ვიბრძოლო, მოუთმენლად ველოდები ახალ მოწინააღმდეგეს და თარიღს." - ისაუბრა რომანმა ბრძოლის დასრულების შემდეგ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ქათამი იყო არასწორი, დანარჩენი შოუს ნაწილია... ესეც აცანცარდა პრესკონფერენციაზე
მ.მ
23:58 21-07-2020
8
თვითონ რომანიც ამბობს,რომ მეტოქეს მანამდეც შევხვდი და თბილად ვისაუბრეთო.აწონვის ინციდენტი,ეტყობა მაინც შოუს ნაწილია და მისმა გუნდმა დაავალა,ამის გაკეთება.ასეთი რამეები საკმაოდ ხშირია,სპორტის ამ სახეობაში.ადმინ,თქვენც ხომ იცით,რომ იბრაგიმოვი,რუსი არ არის და რატომ უსვამთ ხაზს,მის რუსობას?ფუი ეშმაკს და რომანი რომ დამარცხებულიყო,მაშინაც რუსს დაუწერდით ეროვნებაში?
სოსო
11:46 21-07-2020
1

სიახლეები პოპულარული