რომან დოლიძე: ჩემი საქციელის გამო მოწინააღმდეგეს ბოდიში მოვუხადე, მას კი არაფერი ახსოვს. თუ რამე აინტერესებთ დამელაპარაკონ

AutoSharing Option
კვირას, 19 ივლისს რომან დოლიძემ სადებიუტო ბრძოლაში ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაანოკაუტა. თუმცა ჯერ-ჯერობით არ წყდება ამ შეხვედრის ირგვლივ არსებული რეზონანსი. შეგახსენებთ, ხადისმა ბრძოლამდე რომანზე გაიწია და მებრძოლების გაჩერება UFC-ის პრეზიდენტს, დეინა უაითს მოუწია.

"აწონვამდე ხადისი რამდენჯერმე შემხვდა, თბილად ვისაუბრეთ და დაძაბულობა არ ყოფილა. იქ კი მოვარდა და აგრესიულად იქცეოდა, ვუღიმოდი და ვეკითხებოდი რა ხდება-მეთქი.

ბრძოლის შემდეგ ხადისის გუნდთან მივედი და ბოდიში მოვუხადე, ცოტა არასწორი იყო რაც გავაკეთე მისი დანოკაუტების შემდეგ. ამით კონფლიქტი დასრულებული არის თუ არა, არ ვიცი. თუ
ბიჭებს დალაპარაკება უნდათ, მოვიდნენ და დავილაპარაკოთ.

ხადისსაც შევხვდი და ვესაუბრე, მაგრამ ამბობს, რომ არაფერი ახსოვს." - ისაუბრა რომანმა ბრძოლის შემდეგ ინტერვიურში.


მკითხველის კომენტარები / 25 /
ორთაბრძოლაში შეიძლება ხვალ გაგლახონ, მერე ტეხავს ამდენი "ნაბაზრი"
მჯმ
21 ივლისი 2020 23:54
5
საღოლ ძმაო მაგ ბოდიშმა შენ მხოლოდ განგადიდა როცა კაცი და როგორც სპორცმენი... ბოდიშს მარტო დამნაშავეები არ იხდიან. საღოლ..... აი მაგ
სტატე
21 ივლისი 2020 20:04
0
მაგ აწონვის დროს ყირაზე გადადიან ისეთებს უკეთებენ ერთმანეთს, ალბათ შოუს ნაწილია ეგეც და ამ ჩვენმა რომანმა რა შეიცხადა ასეთი, მითუმეტეს ისეთი არაფერი უქნია იმ ლეკს....
გაკვირვებული
21 ივლისი 2020 16:46
6
ბოდიში რატომ უნდა მოუხადოს, რამდენიც გინდა იმდენი ბაგა ბუგია ხოლმე ნოკაუტის დროს თუ მსაჯმა არ გააჩერა შეხევდრა... პ.ს ჩემი აზრი ასეთია, თავზე არავის არ ვახვევ მაგრამ მაიმუნობენ საერთოდაც ეგენი, არც ეგ ორთაბრძოლა არ მგონია სამართლიანად ჩატარებული, როგორ მოხდა დოლიძეს მუხლი იმის სახეზე მაგას ვერ ამიხსნის ვერავინ, ათასჯერ დავაპაუზე ეგ მომენტი და რავი რააა არცერთი ლოგიკით როჟა ეგრე არ უნდა დახრილიყო მითუმეტეს იმ დგომზე რაც ქონდა მეტოქეს...
დაუნდობელი არამზადების სტუმრობა
21 ივლისი 2020 15:40
11
ბლინ.... მართალი ხარ.... რა ჩემ ფეხებს აკეთებდა დაღი....
სტატე
21 ივლისი 2020 20:07
0
ar aris es sporti. es ari tanamedrove gladiatorebi fulis gamo chxuboben vitom chempionati organizatorebs upleba rom miscen iarghcac ki daacherinebda upro meti sanaxaobistvis da pulis sashovnelad.
kaxa
21 ივლისი 2020 15:37
4
მიუხედავად იმისა რომ სულაც არ მომწონს ეს სახეობა და არც ვთვლი ამას სპორტის სახეობად და არც წინაღმდეგი არ ვიქნები რო საერთოდ გააუქმონ,დიდი ხანია ვადევნებ თვალს იმდენი მინახია წაქცეულზე გარტყმული რამდენიც გინდათ და სულაც არ ითვლება ცუდ საქციელად,პირიქით სასაცილოა და ვინც ასე თვლით პირდაპირ გეუბნებით გაგებაში არა ხართ ამ სახეობაში!!! აი კრივი სულ სხვა სიტუაციაა და იქ წაქცეულზე გარტყმისთვის როი ჯონსს წაგება ჩაუთვალეს ერთხელ თუ გახსოვთ. ყოჩაღ დოლიძეს და კიდევ კარგი მოიგო თორე თქვენ ნახავდით დაღესტნელის რეაქციას
G.l.
21 ივლისი 2020 14:05
3
ზაური და ბაჩი. ქართველობა რა შუაშია წაქცეულზე დარტყმაში? კი შეილება არავაჟკაცურად ჩანს, თუმცა მსაჯზეა ყველაფერი დამოკიდებული. თუკი მსაჯი ჩათვლიდა რომ მუხლისდარტყმისთანავე რო უკვე ნოკაუტია ზემოდან აღარ დაუმატებდა, ხდებახოლმე ასე. უბრალოდ ეს სპორტი ამ წესებითაა. შენ რომც არ დაარტყა წაქცეულზე იგივე სიტუაციაში სხვა ჩაგარტყამს.
ლაშა
21 ივლისი 2020 13:34
0
ზაურს და ყველას ვისაც ჩემსავით არ მოსწონს რომ წაქცეულს ურტყამენ მაგრამ აქ არის ერთი მთავარი ნიუნსი სპორტის ასეთ სახეობებში ანუ კონტაქტურბრძოლებში ძალიან მაღალია შემთხვევითობის ალბათობა ანუ რამდენჯერ გვინახავს ერთის დომინირება და მოულოდნელად თითქმის დამარცხებული მოიქნევს ხელს არაქცენტირებულად და დომინანტი ნოკაურშია დაამის გამო ცდილობენ ყველანაირი შანსი მოუსპონ მოწინააღმდეგეს
კახა
21 ივლისი 2020 13:16
0
აქ ვაჟკაცობის და ვაჟკაცების ადგილი არაა, სპორტიც კი არაა ორთაბრძოლის ეს სახეობა, უბრალოდ კუნთმაგარი ტიპები ერთმანეთს დაუნდობლად უბაგუნებენ
ზაური-ს
21 ივლისი 2020 12:51
6
ზაურის კომენტარი არის ვაჟკაცის ნათქვამი,ამდენი უნლაიქი?ეს არის საქართველო?სამწუხაროდ კი,ასეთი გახდა
ბაჩი
21 ივლისი 2020 12:09
12
ამ სპორტს აქვს თავისი წესები, მსაჯი სანამ არ გაგაჩერებს მანამდე უნდა იბრძოლო. ბევრი ყოფილა წამიერად დანოკაუტებული რო ამდგარა და მოუგია შეხვედრა, ამიტომ არაფრის გარისკვა არ ღირს. ამ სტატიაში დარტყმებზე კიარა შეძახილზე ამბობს რომანი, ჩხუბის შემდეგ რაღაც მიაძახა ხადისს
gela
21 ივლისი 2020 13:09
0
ყველა სპორტს თავისი წესები აქვს. ამ სპორტში, სანამ მსაჯი არ მოგცემს ნიშანს ანუ არ გაგაშველებთ, ბრძოლას აგრძელებ მიუხედავად იმისა, რა მდგომარეობაშია მოწინააღმდეგე. რა არის აქ გაუგებარი? ფეხბურთში მეკარესთან ერთი-ერთზე რომ გაგიყვანს შენი გუნდელი, ხომ არ უნდა გაჩერდე იმიტომ, რომ მეკარე ცოდოა ანუ შენთან უთანასწორო ბრძოლაშია?! დაცემულს ვაჟკაცი მართლაც არ უნდა ურტყამდეს, მაგრამ ეს ვაჟკაცების ბრძოლაში და არა UFС-ში.
N
21 ივლისი 2020 12:59
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული