სუპერსიახლე: "ქართველი ვიკინგი" UFC-ში იბრძოლებს. მე-6 ქართველი მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში

AutoSharing Option
გუშინ, 27 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი ქართველი, გურამ ქუთათელაძე UFC-ში იბრძოლებს.

გურამი შვედეთში ვარჯიშობს და ზედმეტსახელად "ქართველ ვიკინგს" უწოდებენ. 28 წლის მებრძოლის ანგარიშზე 11 მოგება (7 ნოკაუტი, 3 მსაჯების გადაწყვეტილებით, 1 მტკივნეული ილეთით) და 2 მარცხია.

2015 წლიდან გურამი დაუმარცხებელია. მისი წონითი კატეგორია მსუბუქი წონაა. შესაბამისად, UFC-შიც მსუბუქ წონაში იასპარეზებს, სადაც ჩემპიონი ხაბიბ ნურმაგომედოვია.

შეგახსენებთ, მსოფლიოს საუკეთესო ორგანიზაციაში უკვე 6 ქართველია: რომან დოლიძე, გურამ ქუთათელაძე, გიგა ჭიკაძე, ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი და ლიანა ჯოჯუა.






მკითხველის კომენტარები / 1 /
კავკასიელი ჯიხვები ))))) ესენი ოღონდ ვინმეს დაატაკე.
აქაური ჯიგიტებისთვის გაისროლა ავრორამ, როცა ეს იდიოტური სპორტი გაპოპულარულდა ))))))))
მე ვარ რობოტი
14:07 28-07-2020
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული