ოკეანეში შევათრევ და დავახრჩობ - ნურმაგომედოვი გეიჯის უჩვეულოდ დაემუქრა

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვი თავის მომავალ მოწინააღმდეგეს, ჯასტინ გეიჯის ემუქრება.

"გეიჯი - კარგი ადამიანი და კარგი მოწინააღმდეგეა, მაგრამ მან მხოლოდ დგომზე არ უნდა იმუშაოს. მე არც ტონი ფერგიუსონი ვარ და არც დასტინ პორიე. როცა გალია ჩაიკეტება, მას ოკეანის ბნელ წყლებში შევათრევ და დავახრჩობ." - წერს ნურმაგომედოვი გეიჯის ვარჯიშის ამსახველი ვიდეოს კომენტარებში.

შეგახსენებთ, ნურმაგომედოვი მსუბუქი წონის მუდმივი, ხოლო გეიჯი ამავე წონის დროებითი ჩემპიონია. მათი შეხვედრა 2020 წლის 24 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

სიახლეები პოპულარული