UFC-ის მძიმეწონოსანი დერეკ ლუისი ცნობილია არა მხოლოდ კარგი მებრძოლის სახელით, არამედ სკანდალური საქციელებითა და განცხადებებით.

მისი უღირსი საქციელები, ვინ იცის, როდიდან იწყებს თვლას, თუმცა პირველი ყველაზე გამორჩეული იყო, როდესაც ტრევის ბრაუნი დაანოკაუტა და მის შეყვარებულს "შებმა" დაუწყო.

ამ საქციელმა ლუისის მიმართ უარყოფითი გამოხმაურება გამოიწვია.

ხშირად დერეკი არ ერიდება ლანძღვასა და ადამიანების შეურაცხყოფებსაც, თუმცა, რაც ამჯერად გააკეთა, ყოველგვარ საზღვარს სცდება.

კვირას, 9 აგვისტოს, ის ალექსანდრ ოლეინიკს დაუპირისპირდება. მებრძოლები ლას-ვეგასში იმყოფებიან და UFC-ის დარბაზში ვარჯიშობენ. ამავე დარბაზში პროფესიონალი დიეტოლოგები ზრუნავენ მათ კვებაზეც. ცალკე და არანაკლებ საინტერესო საკითხია, როგორ აღმოჩნდა ლუისისა და ოლეინიკის საჭმელი ერთად, მაგრამ ის, რაც გააკეთა დერეკმა, აბსოლუტურად სხვაა.

მან ოლეინიკის საჭმელი გახსნა და შიგნით ჩაფურთხება დაიწყო. ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა და შერეული ორთაბრძოლების ფანებმა მძიმეწონოსანს უხვად მიაყარეს ლანძღვა.

იხილეთ ვიდეო.

დავით 67
ვენაცვალე კუკ-კლუს კლანს!
Hmm
ამისთვის რომ მასე გაეკეთებიდათ მერე ტცინს მოტ... დნენ რასიზმით
სოსო
თავს მებრძოლებად და ვაჟკაცებად ასაღებენ,საქციელით კი,ისე იქცევიან,როგორც უკანასკნელი ნაგვები.ფულის და რეკლამის გულისთვის,ასეთი რამე როგორ უნდა იკადრო,არ მესმის.ვაჟკაცს ხომ ღირსებაც უნდა ჰქონდეს.თუ ვისაც ხვდებიან,იმას არ თვლიან ვაჟკაცად,მაშინ რატომ ხვდებიან რინგზე,ხოლო თუ თვლიან,მაშინ რატომ აყენებ შეურაცხყოფას?ერთი სიტყვით,მანდ ღირსების კოდექსი კი არა,მეძავების კოდექსი მუშაობს,თავის ძვირად გასასაღებლად,ყველაფერზე რომ არიან თანახმა.მიხარია,ჩვენი ბიჭები ასე რომ არ იქცევიან და იმედი მაქვს,მომავალშიც ასე იქნება.
korben dallas
ეს ყველაფერი რომ ჩუმად გაეკეთებინა და ვიღაცას ფარულად გადაეღო, მაშინ კი იქნებოდა ოთხში ამოსაღები. მაგრამ როცა კამერის წინ, დემონსტრაციულად ფიქსირდება ფაქტი, ალბათ წინასაბრძოლო "ტემპერატურის აწევასთან" უფრო გვაქვს საქმე ))) ისე კი, ადრეც გამომითქვამს ჩემი აზრი - შერეული ორთაბრძოლების ე.წ. "ოსტატები" ჩვეულებრივი ნეუდაჩნიკები არიან. ვერც ერთ კლასიკურ სახეობაში ვერ ივარგეს და ამ აჯაფსანდალში ახდენენ შესაძლებლობების რეალიზებას.
123
გორილების პლატაობამ წაგვიღო რა.
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა