UFC 252-ის მნიშვნელობით მეორე შეხვედრა მოულოდნელად დასრულდა. შონ ო'მალისა და მარლონ ვერას ბრძოლა დიდ ინტერესს იწვევდა და შეხვედრაც ასეთი გამოვიდა.
მებრძოლებმა მოჭარბებული ლოუქიქებით დაიწყეს შეხვედრა. ერთ-ერთ ეპიზოდში ო'მალის ფეხი გადაუბრუნდა და, ფაქტობრივად, ცალ ფეხზე ჩხუბობდა. მოგვიანებით ის ძირს აღმოჩდა, ხოლო რამდენიმე საკონტროლო დარტყმის შემდეგ, რეფერიმ შეხვედრა მალევე გააჩერა.