მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლმა და UFC-ის ჩემპიონმა ნახევრად მძიმე წონით კატეგორიაში, ჯონ ჯონსმა, დღეს, 18 აგვისტოს, თავისი ტიტული გაათავისუფლა და მძიმე წონაში გადასვლა დააანონსა.
ჯონიმ მასის მომატების პროცესი უკვე დაიწყო. შეგახსენებთ, მძიმე წონა 93 კგ-დან იწყება, ხოლო ნახევრად მძიმის ლიმიტი 93 კგ-ია.
რაც შეეხება ახალ ჩემპიონს, მას იან ბლახოვიჩი და დომინიკ რეიესი გამოავლენენ. რეიესმა უკანასკნელი ბრძოლა ჯონსის წინააღმდეგ გამართა და საკმაოდ სადავო გადაწყვეტილებით დამარცხდა. ზოგიერთი ექსპერტი დღემდე მიიჩნევს, რომ მაშინ დომინიკმა გაიმარჯვა. ბლახოვიჩი კი 3-გამარჯვებიანი სერიით მიიწევს და ნახევრადმძიმეწონოსნების რეიტინგში მესამე ადგილზეა.
ჯერჯერობით უცნობია, ვის შეხვდება ჯონსი მძიმე წონის დებიუტში, თუმცა ფაქტია, რომ ჩემპიონი სტიპე მიოჩიჩი შემდეგ დაცვას ფრენსის ნგანუს წინააღმდეგ გამართავს.