გიგა ჭიკაძემ UFC-ში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
სულ რამდენიმე წუთის წინ, აბუ-დაბიში, ე.წ "მებრძოლთა კუნძულზე" ქართველმა სპორტსმენმა გიგა ჭიკაძემ UFC-ის მასშტაბით მეოთხე ბრძოლა გამართა.

ჭიკაძის მეტოქე საკმაოდ ძლიერი ომარ მორალესი იყო, რომელიც ერთი შეხედვით, ფავორიტად მოიაზრებოდა. აღსანიშნავია, რომ ვენესუელელმა ამ დრომდე ჩატარებული 10 შეხვედრიდან ყველა მოიგო, მისი ძალიან კარგი სერია კი ქართველმა მებრძოლმა დაასრულა.

გიგა სამივე რაუნდის განმავლობაში დომინირებდა და პრაქტიკულად ყველა კომპონენტში უკეთესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერი დარტყმებიც მიიღო, არბიტრთათვის გადაწყვეტილების მიღება რთული არ ყოფილა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
შენ გენაცვალე ძმაო! ქართველებს გაუმარჯოსო რო ამბობს, მაგ დრო ყველაზე მეტად მეამაყება რო გიგასნაირი კლასის სპორტსმენი ქართველი კაცია. მადლობა გიგა!
buba
13:05 12-10-2020
0
ძალიან ,,კლასნია", მევასება ამის სტრაიკინგი!
aleksandre
15:07 11-10-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული