ხაბიბ ნურმაგომედოვმა გიორგი ჯიქიასა და ჯანო ანანიძეს ფეხბურთში მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა ხაბიბ ნურმაგომედოვმა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში "სპარტაკის" მოთამაშეებთან ერთად ფეხბურთი ითამაშა.

ხაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ ეს მატჩი "სპარტაკის" ფეხბურთელებსა და მებრძოლის გუნდებს შორის გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ნურმაგომედოვის გუნდმა 4-ბურთიანი სხვაობით იმარჯვა. დამარცხებულმა გუნდმა გამარჯვებულს ფეხსაცმელი უნდა უყიდოს.

ხაბიბის მოწინააღმდეგე გუნდის კაპიტანი გიორგი ჯიქია გახლდათ, რომელთან ერთადაც საქართველოს ნაკრების და "სპარტაკის" ყოფილი ფეხბურთელი ჯანო ანანიძე თამაშობდა. ასევე - აიაზ გულიაევი და ბლოგერი ევგენი სავინი.

რაც შეეხება ნურმაგომედოვის გუნდს, მებრძოლთან ერთად ოსტონ ურუნოვი, ზელიმხან ბაკაევი და ისლამ მახაჩევი ასპარეზობდნენ.

თამაშის დასრულების შემდეგ რუსმა მებრძოლმა ფეხბურთელებს მოუბოდიშა და განუცხადა, რომ მებრძოლებსაც შეუძლიათ ფეხბურთის თამაში.

მომზადებულია sport-express-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 6 /
ადმინ!!! მე რა მოგწერე და შენ რად დადე?!!!
buba
16:28 26-01-2021
0
მანდ ყველა რუსია! დედა რუსეთის შვილები არიან უკვე დიდი ხანია!!!
ჯოყოლა
23:37 25-01-2021
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული