ანანიძე: არ მეგონა, თუ ხაბიბი ასე კარგად თამაშობს ფეხბურთს

AutoSharing Option
უგუნდოდ მყოფმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში "სპარტაკის" ფეხბურთელებთან და UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონ ხაბიბ ნურმაგომედოვთან ერთად ითამაშა. მან championat-ს მატჩის შესახებ შთაბეჭდილება გაუზიარა:

"ჯიქამ იცოდა, რომ დუბაიში ვარ, ჩვენ ერთმანეთთან კავშირზე ვიმყოფებით. "სპარტაკს" 24-დან 27-მდე უქმეები აქვს. ჯიქია ხაბიბს მოელაპარაკა და დამიძახა. დავთანხმდი. ჯიქამ "სპარტაკის" გუნდში ჩამწერა. ამას თამაში, რა თქმა უნდა, ძნელია დაარქვა. ვისულელეთ, ხი-ხი, ხა-ხა და დავიშალეთ. მოწყენილობისას ვითამაშეთ.

ძალიან გამიკვირდა, რომ ხაბიბი ფეხბურთს თამაშობს. ვიცოდი, რომ სპორტის ეს სახეობა ძალიან უყვარს. თუმცა, არ მეგონა, თუ
ისე კარგად თამაშობს, როგორც ამბობს. როგორც გაირკვა, ყველაფერი ისე არ არის. მაგრად თამაშობს, ბევრი გოლი გაიტანა.

ჯიქას ვუთხარი: "თქვენ თავდამსხმელი გაკლიათ, კოკორა წავიდა. ხაბიბს გაუფორმეთ კონტრაქტი. მოკლედ, ერთმანეთი გავიცანით, ფეხბურთი ვითამაშეთ. ხაბიბი შესანიშნავი ბიჭია".