პირველი რაუნდი ამერიკელმა მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თეიქდაუნი გაუშვა და ბრაზილიელი მის "მოგუდვას" ცდილობდა. მაიკლმა წაგებული პოზიიდან გამოსვლა შეძლო და ბრძოლის გაკონტროლებაც მოახერხა.
მეორე რაუნდის დასაწყისში კი ოლივეირამ მარცხენათი ძლიერად მოარტყა მეტოქეს და მალე დაანოკაუტა კიდეც.
"ჰეი, დეინა, გჯეროდეს ჩემი! ტონი ფერგიუსონთან მოსამზადებლად 20 დღე მომეცი და "კუკუისთან" ის მოვახერხე, რასაც ჩემგან არავინ ელოდა.
ახლა Bellator-ის მონსტრი მომეცი და ვთქვი, რომ მის ნოკაუტში გაგზავნას ვაპირებდი. მოვედი და ეს გავაკეთე.
11 წლის წინ მგლებს შორის ბიჭუნა ვიყავი. ახლა კი მგლებს შორის მგელი ვარ!
მე ფაველა ვარ, რომელმაც საკუთარ ოცნებებზე უარი არასდროს თქვა,"- განაცხადა ოლივეირამ ბრძოლის შემდეგ.