ხაბიბმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასტერკლასი 1-ელ ივნისს დაგეგმა

AutoSharing Option
sputnik-abkhazia-ს ინფორმაციით, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ლეკი ხაბიბ ნურმაგომედოვი 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმში მასტერკლასს გამართავს.

როგორც გამოცემას საბრძოლო კლუბ "წმინდა გიორგის" დამფუძნებელმა თეიმურაზ გერგედავამ უთხრა, ხაბიბი ახალგაზრდა სპორტსმენების შეკითხვებს უპასუხებს. ღონისძიებაზე აფხაზეთისა და რუსეთის ახალგაზრდა ლიდერები გამოვლენ.

მოგეხსენებათ, ანტისაოკუპაციო კანონის დარღვევის შემთხვევაში, ანუ, თუ მებრძოლი აფხაზეთში რუსეთის გავლით ჩავა, ხაბიბ ნურმაგომედოვი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ შემოვა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
რუსეთი ოკუპანტია, ჩეჩნები ჩვენი ძმებია, ხაბიბი კაცია და აფხაზეთი საქართველოა - ამ ყველაფერს რომ ერთი კაცი იძახის იმათი არ მესმის :) ეხლაც კაცია ჰაბიბი? და ჩეჩნები ჩვენი ძმებია?! :) ქართველებს რაღაც არ გვაქვს წესრიგში.
ძინ პინი
12:16 27-05-2021
2
აბა გისმენთ ხაბიბით აღფრთოვანებულ ხალხს
ჯონდო
11:31 27-05-2021
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული