ხაბიბმა ოკუპირებულ აფხაზეთში მასტერკლასი 1-ელ ივნისს დაგეგმა

AutoSharing Option
sputnik-abkhazia-ს ინფორმაციით, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, ლეკი ხაბიბ ნურმაგომედოვი 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ სოხუმში მასტერკლასს გამართავს.

როგორც გამოცემას საბრძოლო კლუბ "წმინდა გიორგის" დამფუძნებელმა თეიმურაზ გერგედავამ უთხრა, ხაბიბი ახალგაზრდა სპორტსმენების შეკითხვებს უპასუხებს. ღონისძიებაზე აფხაზეთისა და რუსეთის ახალგაზრდა ლიდერები გამოვლენ.

მოგეხსენებათ, ანტისაოკუპაციო კანონის დარღვევის შემთხვევაში, ანუ, თუ მებრძოლი აფხაზეთში რუსეთის გავლით ჩავა, ხაბიბ ნურმაგომედოვი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერ შემოვა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ვინმეს ეჭვი ეპარება რო რუსეთის გავლით არ ჩავა აფხაზეთში? ეგ ოქტაგონზეა "მაგარი" თორე აბა გაბედოს და რამე ისე არ გააკეთოს, კრემლს რო არ მოეწონოს.
buba
19:39 29-05-2021
0
ხაბიბის კაცობაზე რა ვთქვა, მაგრამ ჩეჩენი არააა. ის დაღესტნელია და განსხვავდება ოდნავ...
ლუკა
15:40 27-05-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული