UFC-ის მომავალი ჩემპიონი? თოფურიამ მე-11 ბრძოლა მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 11 ივლისს, UFC-ის 264-ე ივენთზე მონაწილეობა ილია თოფურიამ მიიღო. ქართველის მეტოქე რაიან ჰოლი გახლდათ.

დაპირისპირება საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, რაიანი მთელი ბრძოლის განმავლობაში ფეხში შესვლას ცდილობდა, ქართველი კი საპასუხოდ დგომიდან შესანიშნავად უტევდა.

პირველი რაუნდის დასრულებამდე 13 წამით ადრე მეტოქემ ფეხის დარტყმა სცადა, ილიამ კი ის ოქტაგონზე დაახეთქა და მოპოვებული უპირატესობაც აღარ გაანიავა და აქტივში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა.

ამრიგად, თოფურიას მოგება-წაგების ბალანსი 11/0-თან აქვს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული