ხაბიბის ბიძაშვილმა დვალიშვილი გამოიწვია

AutoSharing Option
UFC-ის 266-ე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილმა ბრაზილიელი მარლონ მორაეში დაამარცხა და ზედიზედ მე-7 გამარჯვება იზეიმა.

რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქართველმა მებრძოლმა 1-ელ რაუნდში სერიოზული დარტყმა გადაიტანა, შემდეგ კი სადავეები ხელთ იგდო და მორიგი გამარჯვებაც იზეიმა.

დაპირისპირების შემდეგ ჩეჩენმა მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა (ხაბიბის ბიძაშვილმა) იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღესაც ის ქართველს შეერკინება.

"თეთრი ფაფახი შავი ფაფახის წინააღმდეგ" - ციტირებს უმარის სიტყვებს UFC Russia.

ნურმაგომედოვმა UFC-ის ეგიდით ერთადერთი ორთაბრძოლა გამართა - 2021 წლის 20 იანვარს სერგეი მოროზოვი მეორე რაუნდში
მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.



მკითხველის კომენტარები / 9 /
პირველად ეგ რო გავიგე გამიხარდა რატომღაც ჩავთვალე რომ მერაბის კარიერისთვის კარგი იქნებოდა მაგრამ რომ დავფიქრდი ჩვენს ლომს რაში სჭირდება ნურმაგომედოვი? მერაბს ტოპ ათეულიდან სჭირდება ეხლა ვინმე. ორ წელიწადში ტიპმა ერთი ბრძოლა გამართა და უკვე მერაბი?? კიდე ხომარ უნდა რამე )
buba
20:01 27-09-2021
0
მხოლოდ ერთი ბრძოლა გამართა და უკვე მერაბთან?რა თქმა უნდა არასერიოზული და საპიარო გამოწვევაა.მერაბი ახლა უკვე მოწინავე ექვსეულის წევრებთან დაიწყებს მოლაპარაკებებს.
სოსო
15:56 27-09-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული