რამდენიმე დღის წინ UFC-ის მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილი საბრძოლველად გამოიწვია, რაზედაც ქართველმა ფალავანმა პასუხი არ დააყოვნა:

"პატივს გცემ ძმაო... თუმცა პირველ რიგში დაღესტნის რუკის კულონი დაიკიდე კისერზე, შემდეგ კი ჩოხა ჩაიცვი" - დაწერა მერაბმა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე".

შეგახსენებთ, მერაბმა UFC-ის ბოლო ღონისძიებაზე მარლონ მორაეში დაამარცხა და Bantamweight კატეგორიაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ქართველ სპორტსმენებს შორის საუკეთესო შედეგია.

როლანდ
რუსეთშიც არის კუთხურობა, მაგრამ ისინი ყველანი თვლიან რუსეთს საკუთარ სამშობლოდ და თუ ვინმე თავს დაესხმება რუსეთს, ყველანი თავს გასწირავენ, ხოლო, თუ რუსეთი ,თვითონ ვინმეს თავს დაესხმება, ყველა ერი რუსებს მხარში ამოუდგება. ეს , ქართველებისთვის, უკრაინელებისთვის, ამერიკელებისთვის და ევროპელებისთვის, რუსები მტრები არიან და არა დაღესტნელებისთვის, ჩეჩნებისთვის, თათრებისთვის, ჩუვაშვებისთვის, ბურიატებისთვის და თუნდაც, ოსებისთვის და აფხაზებისთვის.და ეს ყველა ერები, რუსებთან ერთად ებრძვიან უკრაინას!
კავკასიური სახლი
ძალიან კარგად უთხრა მერაბმა. აქ ზოგიერთი იმერლობაზე და იმერეთზე რომ ამბობს, გეტყვით ერთ რაღაცას. შეეშვით კუთხურობას, ჩვენ ყველა ვართ ერთიანი საქართველო, ქართველები. ეს რუსეთის ოცნებაა კუთხურობის გაღვივება. მერაბმა უთხრა უმარს, რომ იყავი და მოიქეცი როგორც ნამდვილი კავკასიელი და არა ისე რომ რუსეთს ასიამოვნოო. კავკასიელები ერთად უნდა ვიყოთ თორემ მტერს ხომ ცნობილია რაც უნდა: დაყავი და იბატონე
მე ქართველი ვარ.
ზედმეტობაა ასეთი ლაპარაკი.რა შუაშია ეს ჩაიცვი ის დაიხურე. უკვე პოლიტიკის სუნი დადგა. არა სპორტულია.
mmm
რეიტინგებს შორის იმხელა სხვაობაა, მერაბის ადგილას სხვა მსგავსი რეიტინგის ამ გამოწვევას ნურმაგომედოვს ჩაუთვლიდა გოიმობაში და არც გამოეხმაურებოდა!
ლუკა
მერაბი ჯიგარია, მაგრამ არ ტეხავს ასე ჭკუის დარიგება? ის დაიკიდე და ეს ჩაიცვი... ძალიან ჭარბობს უკვე ჩვენში გოიმობა.
ლუკა
საქართველო რუსეთის რეჩიონებისგან განსხვავებით სახელმწიფო იყო, რაც ჩრდილო კა კასიელებს უკვე ძააალიან დიდი ხანია.არ ქონიათ, სახელმწიფოებრიობა და ერივნული ტერიტორია სხვადასხვაა.
mmm
პატივისცემა გამოხატა მისი წარმომავლობის მიმართ. იმის აღნიშვნა ამ კულონით და ჩოხით რომ დაღესტნელია პრობლემა არ უნდა იყოს.
გოჩას
გოჩა, ასეთი დიდაქტიკური შეგონებებისთვის სულ სხვა ინტელექტუალური და პედაგოგიური სიმაღლეა საჭირო, მაგრამ არაუშავს... რას გულისხმობ "პოლიტიზირებულობაში"? პოლიტიკა და პოლიტიკაზე მსჯელობა შეიძლება იყოს მსჯელობა "ლელო" ჯობია თუ "ლეიბორისტული პარტია" ან "გირჩი" ჯობია თუ "პატრიოტთა ალიანსი" და ა.შ. მაგრამ როცა მეზობელი ქვეყნის ჯარი შენს ტერიტორიაზე შემოდის, გბომბავს და მიწას გართმევს, ეს უკვე პოლიტიკა აღარაა, ეს სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნის საკითხია და არ შეიძლება იძახო ეს პოლიტიკაა და არ მაინტერესებსო. ის 30 წელიც იმიტომ "გადაგვიარეს", რომ ეს გადავლა ბევრს პოლიტიკა გვგონია და პოლიტიკა კი, თუ არ გაინტერესებს უფრო ჭკვიანი "ტიპი" ხარ, არაპოლიტიზირებული.
ხვიჩა
აქეთ შენ ხარ, იქით მერაბი. თქვენში რომელი შეიძლება იყოს გოიმი ადვილი მისახვედრია. მერაბის პასუხი კი არა, შენი კომენტარია გოიმური!
qartveli
ორივე რუსი ხაბიბები გამოვიდეს თუ უნდა ერთად,დაანგრევს ორივეს..
გიო
რამაგარი რეგვენი უნდა იყო რუსეთ-დაღესტანი საქართველო-იმერეთს რომ შეადარო! წიგნი აიღეთ ხელში წიგნი! მერაბს ძალიან ეთიკური და მოკრძალებული პასუხი გაუცია, შენი სამშობლოს სახელით გამოდიო მიანიშნა.
კავკასიური სახლი
ძალიან კარგად უთხრა მერაბმა. აქ ზოგიერთი იმერლობაზე და იმერეთზე რომ ამბობს, გეტყვით ერთ რაღაცას. შეეშვით კუთხურობას, ჩვენ ყველა ვართ ერთიანი საქართველო, ქართველები. ეს რუსეთის ოცნებაა კუთხურობის გაღვივება. მერაბმა უთხრა უმარს, რომ იყავი და მოიქეცი როგორც ნამდვილი კავკასიელი და არა ისე რომ რუსეთს ასიამოვნოო. კავკასიელები ერთად უნდა ვიყოთ თორემ მტერს ხომ ცნობილია რაც უნდა: დაყავი და იბატონე
გოჩა
რუსეთის მხარეს ყოფნა არაფერ შუაშია.სანამ არ გავითავისებთ,რომ ჩვენი ერი ზედმეტათ პოლიტიზირებულია ამ დღეში ვიქნებით.გამოიწვია იმ კაცმა და რა ქნას ეხლა რუსეთის მოქალაქე როა?მოჩხუბარი ხარ და პოლიტიკურ პასუხს რატო სცემ.ასეთმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა იმ მდგომარეობამდე,რომ 30 წლის განმავლობაში ვისაც არ დაეზარა ,დიდს თუ პატარას ყველამ ჩვენ გადაგვიარა.რაც არ უნდა გულზე ხელი ვირტყათ ფაქტი სახეზეა სამწუხაროდ.და არავინ არ თქვას რომ ესე არ არი.
გლახუნა
ყოჩაღ მერაბ - დაღესტანი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო დ უნდა იქცეს - საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და მისკენ, თუნდაც მისთვის დაფიქრებისათვის უბიძგა დაღესტანელ მებრძოლს...და რუსეთუმეები მუდამ ნ უ ბჟუტურობთ!!! დ ა ვ ი ღ ა ლ ე თ რუსეთმადიდებლების უწიგნურობა - რუსული მენტალიტეტით ულოგიკო ,,მსჯელობებით,, იმ რუსეთის... - 2 - ჯერ რომ უკვე მ ო ა ხ დ ი ნ ა საქართველოს სამეფო- სახელმწიფოს ლიკვიდაცია და - 21- ე საუკუნეშიც - მე- 3 - ედაც რომ ცდილობს ...
Maxares.
სწორი ხარ. არაუშავს ნელა-ნელა ისწავლის. ნიჭიერი კია:)

გოიმია და პასუხიც შესაბამისი აქვს. ))))

მერაბბმა სიტყვები ფრთხილადად თუ არ შეარჩია, მაგათ მთელ კლანს გადაიკიდებს. ეგეთი შეცდომები კი ძვირზე-ძვირი ჯდება. ;)
კუ კობსონი
daglija ara moglija kide
მახარე
და რა შუაშია გულზე რას დაიკიდებს, იქნებ წინდების ფერიც შეურჩიოს?! მინიმუმ არასპორტული პასუხია?!
guja
კარგი პასუხი იყო ძმა.
gio
მენეჯერი გადაწყვიტავს ვის შეხვდეს და ვის არა. წესით არ უნდა შეხვდეს რეიტინგით მასე ქვევით მყოფს. ეგრე ვისაც მოუნდება ყველას ხომ ვერ შეხვდება.
გოჩა
რა ქნან ეხლა დაღესტნელებმა,ჩეჩნებმა,ოსებმა,ინგუშებმა არაფერი არ გააკეტონ სანამ რუსეთის ქვეშ არიან? ჩვენც ვიყავით მასე და და რა, წამოვწოლილიყავით და არაფერი არ გვეკეთებია?გოიმური პასუხია.
აკაკის
შენ თუ საქართველო/იმერეთს ადარებ რუსეთ/დაღესტანს, ჩვენ ვერ დაგეხმარებით, ძმაო და გაიარე.
ჯარი
იმერეთი რაშუაშიაა??? იმერელი ქართველია!!! აი დაღესტნელი არანაირად არაა სლავებთან მიახლოებულიც კი და ეგ უთხრა დამოუკიდებლობა მოიპოვეთ და დაღესტანის სახელით შემერკინეო. რაც შეეხება ერთი კაცის ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის, ინდივიდების ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ნუ ხართ რუსეთის მხარეს
აკაკი
მაშინ რუსეთის კულონი გაიკეთეო ეტყოდა თვითონ რა იმერეთის კულონი აქვს? თუ კი მაშინ კი ბატონო
დევკალიონი
"კი მაგრები ხართ ბრძოლაში უდაოდ ,მაგრამ მთლად ნუ გაბლატავდებით არ დაგავიწყდეთ ,რომ რუსეთის მონები ხართ ჯერ კიდევ " ასე გავიგე მე )))
გიორგი
ღირსეული ქართველის ღირსეული პასუხი! სამწუხაროდ, ჩვენში ბევრი ვერ ხვდება ამ პასუხის შინაარსს.
Odala
ეგ უპასუხა კი და რა ქნას ერთმა უმარამ მარტომ მოუპოვოს დაღესტანს დამოუკიდებლობა? მაგას ინგლისურში 'ლოუ ბლოუს'/წელს ქვემოთ დარტყმას ეძახიან.
hsh
ფაფახის გარდა კიდე სხვა ატრიბუტებიც მაქვს და ეგენი გაკლიაო ხუმრობით უპასუხა. დაღესტნის დამოუკიდებლობა მერაბს სულ ცალ ფეხზე კიდია
buba
საოცნებო პოზიციაზეა მერაბი ახლა! ვახ როგორ არ მინდა რომ შეხვდეს უმარს. შენს კარიერაზე იფიქრე მერაბ და არა დაღესტნელის. ის იქნება მოგებული შენთან ბრძოლით თორე რას გაძლებს ეს ჩხუბი? შენ ტოპ მებრძოლი გჭირდება ახლა.
mmm
რუსეთის სახელით გამოსვლის მაგივრად დაღესტნის სახელით გამოდიო. ალბათ ეს იგულისხმა.
აკაკი
ეგ რა შუაშია რა დაღესტნის კულონი?! შენ როგორც იმერელს იმერეთის რუკის კოლონი გინდა კისერზე დაიკიდო? რა თქმა უნდა მივხვდი რასაც გულისხმობს მაგრამ მაგარი "პაკაზუხობა" უპასუხა.
მთ
დაგლიჯა!!!!
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
[VIDEO] ნურმაგომედოვი, რომელსაც დვალიშვილთან რემატჩი სურდა, ნოკაუტით დამარცხდა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
[VIDEO] წიტაიშვილი ლა ლიგაში პირველ გოლთან ახლოს იყო - "რაიო ვალეკანომ" "ესპანიოლს" მოუგო
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა
არველაძე გამოირიცხა? - "ტრაბზონსპორს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვა ფავორიტი ჰყავს
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
"ცხვირს გაგიტეხ!" - მესამე ბრძოლის წინ იანი დვალიშვილს დაემუქრა
"მე არ მძულს რუსი ხალხი, მძულს რუსული პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა" - დვალიშვილმა მახაჩევის განცხადებას უპასუხა
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] ცუკერბერგის მეუღლე ქმრის დანახვისას გაოცებული დარჩა - მერაბ დვალიშვილი Facebook-ის დამფუძნებელს დაუპირისპირდა
"ეს სიგიჟეა, მახაჩევისთვის ამის უფლება არ უნდა მიეცათ" - მერაბ დვალიშვილი
[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა