![](https://sportall.ge/pictures/image5/040f06bfa5b7f7b0295ee831c5fe66e1.jpg)
რამდენიმე დღის წინ UFC-ის მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილი საბრძოლველად გამოიწვია, რაზედაც ქართველმა ფალავანმა პასუხი არ დააყოვნა:
"პატივს გცემ ძმაო... თუმცა პირველ რიგში დაღესტნის რუკის კულონი დაიკიდე კისერზე, შემდეგ კი ჩოხა ჩაიცვი" - დაწერა მერაბმა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე".
შეგახსენებთ, მერაბმა UFC-ის ბოლო ღონისძიებაზე მარლონ მორაეში დაამარცხა და Bantamweight კატეგორიაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ქართველ სპორტსმენებს შორის საუკეთესო შედეგია.