მერაბმა ნურმაგომედოვს სოციალური ქსელის მეშვეობით უპასუხა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ UFC-ის მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილი საბრძოლველად გამოიწვია, რაზედაც ქართველმა ფალავანმა პასუხი არ დააყოვნა:

"პატივს გცემ ძმაო... თუმცა პირველ რიგში დაღესტნის რუკის კულონი დაიკიდე კისერზე, შემდეგ კი ჩოხა ჩაიცვი" - დაწერა მერაბმა საკუთარ "ფეისბუქგვერდზე".

შეგახსენებთ, მერაბმა UFC-ის ბოლო ღონისძიებაზე მარლონ მორაეში დაამარცხა და Bantamweight კატეგორიაში მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, რაც ქართველ სპორტსმენებს შორის საუკეთესო შედეგია.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ძალიან კარგად უთხრა მერაბმა. აქ ზოგიერთი იმერლობაზე და იმერეთზე რომ ამბობს, გეტყვით ერთ რაღაცას. შეეშვით კუთხურობას, ჩვენ ყველა ვართ ერთიანი საქართველო, ქართველები. ეს რუსეთის ოცნებაა კუთხურობის გაღვივება. მერაბმა უთხრა უმარს, რომ იყავი და მოიქეცი როგორც ნამდვილი კავკასიელი და არა ისე რომ რუსეთს ასიამოვნოო. კავკასიელები ერთად უნდა ვიყოთ თორემ მტერს ხომ ცნობილია რაც უნდა: დაყავი და იბატონე
კავკასიური სახლი
04:32 01-10-2021
1
ზედმეტობაა ასეთი ლაპარაკი.რა შუაშია ეს ჩაიცვი ის დაიხურე. უკვე პოლიტიკის სუნი დადგა. არა სპორტულია.
მე ქართველი ვარ.
01:58 01-10-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული