ჯგუფური გაუპატიურება, ბულინგი და უმძიმესი ცხოვრება - ულამაზესი სპორტსმენის გზა ტრაგედიიდან დიდების მწვერვალამდე

AutoSharing Option
პეიჯ ვან­ზან­ტი - ორ­თაბ­რძო­ლე­ბის სამ­ყა­რო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მაზ მებ­რძოლ გო­გო­ნა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი. UFC-ში (Ultimate Fighting Championship) მან 6 წელი იბ­რძო­ლა და სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბის გარ­და, გულ­შე­მატ­კივ­რის გული შთამ­ბეჭ­და­ვი გა­რეგ­ნო­ბი­თაც დაი­პყრო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ის იბ­რძვის შიშ­ვე­ლი ხე­ლე­ბით და იმა­ზე მეტი შე­მო­სა­ვა­ლი აქვს, ვიდ­რე ბევრ სხვას UFC-ში. ბევ­რი ფიქ­რობს, პე­ი­ჯის ად­გი­ლი არ არის შიშ­ვე­ლი მუშ­ტე­ბით ბრძო­ლის არე­ნა­ზე, თუმ­ცა ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ტკი­ცებს. მარ­თა­ლია, თა­ვის დრო­ზე, პირ­ველ ბრძო­ლა­ში და­მარ­ცხდა, თუმ­ცა არ და­ნებ­და, ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცე და სი­მა­მა­ცე გა­მო­ავ­ლი­ნა.

პე­ი­ჯის ცხოვ­რე­ბა ურ­თუ­ლე­სი იყო, მას მო­უ­წია გა­და­ე­ტა­ნა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, უსას­ტი­კე­სი და­ცინ­ვა,
ბუ­ლინ­გი, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ, რო­გორც თვი­თონ­ვე ამ­ბობს, ყვე­ლა­ფე­რი ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცი­სა და რე­ლი­გი­ის წყა­ლო­ბით გა­და­ლა­ხა. და­ქორ­წინ­და სპორ­ტსმენ­ზე, რო­მე­ლიც მის მსგავ­სად, მებ­რძო­ლია.

ბავ­შვო­ბა­ში პე­ი­ჯი საყ­ვა­რე­ლი, პო­ზი­ტი­უ­რი, გუ­ლან­თე­ბუ­ლი და ლაღი გო­გო­ნა იყო, რო­მე­ლიც ცეკ­ვა­ზე და­დი­ო­და და არას­დროს ფიქ­რობ­და შე­რე­ულ ორ­თაბ­რძო­ლებ­ზე. თუმ­ცა ზუს­ტად მისი გა­რეგ­ნო­ბა გახ­და ბუ­ლინ­გის მი­ზე­ზი. ბევ­რს შურ­და მისი, ამ­ცი­რებ­დნენ, ეს­როდ­ნენ ნა­გავს, უხევ­დნენ ჩან­თა­სა და წიგ­ნებს, სცემ­დნენ. პა­ტა­რა ვან­ზანტს არ შე­ეძ­ლო სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა და კლა­სე­ლე­ბის მხრი­დან ყვე­ლა­ნა­ი­რი დამ­ცი­რე­ბის მოთ­მე­ნა უწევ­და.

ვე­რას­დროს ხვდე­ბო­და, რა­ტომ ვერ იტან­დნენ - ამის გამო არ უყ­ვარ­და სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი. როცა 14 წლის იყო, კლა­სე­ლებ­მა წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­იწ­ვი­ეს. გო­გო­ნას გა­უ­ხარ­და, მაგ­რამ ამა­ოდ - იმ ღა­მეს მან ჯო­ჯო­ხე­თი გა­მო­ი­ა­რა და სახ­ლში სრუ­ლი­ად სხვა ადა­მი­ა­ნი დაბ­რუნ­და.

"მარ­ტო­სუ­ლად ვგრძნობ­დი თავს და მწყინ­და. იმ დღეს მხო­ლოდ ერთი რამ გა­ვი­ფიქ­რე, ვაუ, ძლივს ვი­ღა­ცებს, შე­საძ­ლოა, ჩემ­თან და­მე­გობ­რე­ბა სურთ-მეთ­ქი... მაგ­რამ ბი­ჭებ­მა, რომ­ლე­ბიც წვე­უ­ლე­ბა­ზე იყ­ვნენ, წრე შე­მო­მარ­ტყეს და ძა­ლა­დო­ბა და­ი­წყეს. როცა ვცდი­ლობ­დი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­მე­წია, მცემ­დნენ. გონ­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი სხე­უ­ლი თით­ქოს მოკ­ვდა. ვხვდე­ბო­დი, რაც ხდე­ბო­და, მაგ­რამ არ შე­მეძ­ლო ამის შე­ჩე­რე­ბა. სხვა გზა არ მქონ­და, გარ­და მოთ­მე­ნი­სა და ლოც­ვი­სა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი მალე დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო“, - ამ­ბობს ვან­ზან­ტი.

ბი­ჭებ­მა არა მხო­ლოდ გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს პე­ი­ჯი, არა­მედ სკო­ლა­შიც გა­ავ­რცე­ლეს ხმე­ბი მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ. გო­გო­ნა კი­დევ უფრო გა­რი­ყეს: დას­ცი­ნოდ­ნენ და ბოზს ეძახ­დნენ. პე­ი­ჯ­მა გა­და­ტა­ნილ ტრა­გე­დი­ა­ზე მშობ­ლებ­საც არა­ფე­რი უთხრა... სუ­ი­ციდ­ზე ფიქ­რობ­და, თუმ­ცა სა­კუ­თარ თავ­ში ძალა გა­მო­ნა­ხა და "შავი ფიქ­რე­ბი" დაძ­ლია, რა­შიც დიდ­წი­ლად სპორ­ტი და­ეხ­მა­რა.

Sportall.Ge

როცა კლა­სე­ლე­ბის ბუ­ლინ­გი აუ­ტა­ნე­ლი გახ­და, მშობ­ლებ­მა UFC-ის ჩემ­პი­ო­ნის, კენ შემ­რო­კის დარ­ბაზ­ში შე­იყ­ვა­ნეს. პე­იჯს სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, ხოლო საყ­ვა­რე­ლი მო­ცეკ­ვა­ვე გო­გოს­გან მალე მებ­რძო­ლად გარ­და­იქ­მნა. გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბამ და და­ცინ­ვამ გო­გო­ნა ბევ­რად ძლი­ე­რი გა­ხა­და - მას ფო­ლა­დის ხა­სი­ა­თი ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­და.

"ვფიქ­რობ, ჩემი გა­რეგ­ნო­ბის გამო ვერ მი­ტან­დნენ. სკო­ლა ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი პე­რი­ო­დია. ისე­თი სი­ტუ­ა­ცია იყო, იმ­დე­ნად მტკი­ო­და... უბ­რა­ლოდ, ამ დროს არ გინ­და მოკ­ვდე, გსურს, რომ ეს ტკი­ვი­ლი რო­გორ­მე აღარ შე­იგ­რძნო. სწო­რედ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო კო­ლე­ჯში ადრე შე­ვე­დი. ახლა წარ­სულ­ში არა­ფერს შევ­ცვლი­დი. და­ცინ­ვამ უფრო ძლი­ე­რი და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გამ­ხა­და", - ამ­ბობს პე­ი­ჯი.

გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ვან­ზან­ტმა თა­ვის ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ულ წიგნ­ში და­წე­რა. სწო­რედ აქე­დან გა­ი­გეს მის­მა მშობ­ლებ­მაც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წიგ­ნის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი გო­გო­ნე­ბი პე­იჯს სწე­რენ, ის კი მათ დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით ეხ­მა­რე­ბა და რჩე­ვებს აძ­ლევს.


მკითხველის კომენტარები / 5 /
ესენი გვასწავლიან დემოკრატიას?!
გიო
09:24 12-12-2022
6
ყოჩაღ ძალიან მაგარი გოგო ყოფილა ძლიერი, მაგრამ აუვცილებლად უნდა ეთქვა მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის თუ ეს ვერ უშველიდა მაშინ პოლიციისთვის. ასეთმა უმოქმედობამ წაახალისა მოძალადეები და გაუპატიურებაც გაბედეს. არადა მანამდე შეიძლებოდა მათი ჭკუაზე მოყვანა. არც ძალადობა არ უნდა ეპატიებინა, თანაც ასეთი დამამცირებლად რამოდენიმე მოძალადის მხრიდან.
G.LA
19:22 11-12-2022
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული