UFC-ის მსუბუქი წონის სატიტულო ორთაბრძოლა, რომელშიც ერთმანეთს ალექს ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოვეი უნდა შეხვედროდნენ 5 მარტს აღარ გაიმართება.
ორთაბრძოლის გადადების მიზეზი ამერიკელი მებრძოლის ტრავმა გახლავთ, აღსანიშნავია რომ დაზიანების სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, ოქტაგონზე ათლეტები ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ და ორივეში გამარჯვება ვოლკანოვსკიმ მოიპოვა (ერთსულოვანი და ორმხრივი გადაწყვეტილებით).
მომზადებულია sports-ის მიხედვით