"ვირთხა ხარ, ბრძოლის გარეშე წააგე; იცოდი, თავს წაგაძრობდი..." - ილია თოფურია ინგუშ მებრძოლს მიმართავს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევის ორთაბრძოლა UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე უნდა გამართულიყო, თუმცა რუს სპორტსმენს კოვიდ 19 დაუფიქსირდა და დაპირისპირებაც ჩაიშალა. ამ ფაქტის შემდეგ ქართველმა მოვსარს "ტვიტერის" მეშვეობით მიმართა:

"ჰეი შენ, პატარა ვირთხა! მე ეს ყველაფერი არ დამიწყია, შენ დაიწყე. მითხრეს, რომ 23 იანვარს ლოს-ანჯელესში უნდა ვყოფილიყავი, სადაც თავს მოგაძრობდი და მე უკვე აქ ვარ. საიდანაც ვარ, თუ იქ 2 კაცი ჩხუბობს და ერთ-ერთი არ გამოჩნდება, მშიშარას ეძახიან. მამაცი ინტერნეტში ხარ, ტელეფონის უკან ამოფარებული. დაუმარცხებლის სტატუსი რვაკუთხედში გაუსვლელად დაკარგე. ვირთხა
ხარ, ბრძოლის გარეშე წააგე; იცოდი, თავს წაგაძრობდი" - წერს ილია საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, ქართველსა და რუსს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევლოევმა "მატადორს" ჩვარი უწოდა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

alt"მატადორი კი არა ჩვარი ხარ" - ინგუში თოფურიას მიმართავს



მკითხველის კომენტარები / 18 /
შეურაცყოფას რომ აყენებ ამით ძალა გემატება?!!
lasha
12:10 16-01-2022
0
გავიგეთ, რომ ეს UFC სპორტის ნაწილთან ერთად შოუს და მარკეტინგის ელემენტებს შეიცავს, უკეთესი შემოსავლებისთვის და მეტი ყურებადობისთვის. კიბატონო. კარგია.

მაგრამ იმ ქვეყანაში საიდანაც ხარ, კლავიატურიდან და ვიდეოდან მუქარა და ლანძღვა არაა მთლად კაი ტონი, ამიტო შენს ქვეყანას ნუ ახსენებ ხოლმე იმ კონტექსტში, სადაც ეს სიმართლე არაა. თორე შენს სპორტულ შესაძლებლობებში არავის გვეპარება ეჭვი.
ირაკლი
12:04 15-01-2022
4

სიახლეები პოპულარული