"ვირთხა ხარ, ბრძოლის გარეშე წააგე; იცოდი, თავს წაგაძრობდი..." - ილია თოფურია ინგუშ მებრძოლს მიმართავს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ილია თოფურიასა და მოვსარ ევლოევის ორთაბრძოლა UFC-ის 270-ე ღონისძიებაზე უნდა გამართულიყო, თუმცა რუს სპორტსმენს კოვიდ 19 დაუფიქსირდა და დაპირისპირებაც ჩაიშალა. ამ ფაქტის შემდეგ ქართველმა მოვსარს "ტვიტერის" მეშვეობით მიმართა:

"ჰეი შენ, პატარა ვირთხა! მე ეს ყველაფერი არ დამიწყია, შენ დაიწყე. მითხრეს, რომ 23 იანვარს ლოს-ანჯელესში უნდა ვყოფილიყავი, სადაც თავს მოგაძრობდი და მე უკვე აქ ვარ. საიდანაც ვარ, თუ იქ 2 კაცი ჩხუბობს და ერთ-ერთი არ გამოჩნდება, მშიშარას ეძახიან. მამაცი ინტერნეტში ხარ, ტელეფონის უკან ამოფარებული. დაუმარცხებლის სტატუსი რვაკუთხედში გაუსვლელად დაკარგე. ვირთხა
ხარ, ბრძოლის გარეშე წააგე; იცოდი, თავს წაგაძრობდი" - წერს ილია საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

შეგახსენებთ, ქართველსა და რუსს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევლოევმა "მატადორს" ჩვარი უწოდა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

alt"მატადორი კი არა ჩვარი ხარ" - ინგუში თოფურიას მიმართავს



მკითხველის კომენტარები / 20 /
ნუ ხართ მშვიდობის მტრედები,
თქვენ ის ხალხი არ ხართ ერთმანეთს
რომ კლავთ და გეზიზღებათ?!
ღრუსები სულ სულში გვაფურთხებენ
რა არა?!
ილია ძმა ხარ ეგრე უნდა!!!
გაუმარჯოს შენს გამჩენს!
გიო
17 იანვარი 2022 14:41
2
სუფთა შოუს თემაა და მეტი არაფერი
ზურა
16 იანვარი 2022 22:50
2
შეურაცყოფას რომ აყენებ ამით ძალა გემატება?!!
lasha
16 იანვარი 2022 12:10
2
გავიგეთ, რომ ეს UFC სპორტის ნაწილთან ერთად შოუს და მარკეტინგის ელემენტებს შეიცავს, უკეთესი შემოსავლებისთვის და მეტი ყურებადობისთვის. კიბატონო. კარგია.

მაგრამ იმ ქვეყანაში საიდანაც ხარ, კლავიატურიდან და ვიდეოდან მუქარა და ლანძღვა არაა მთლად კაი ტონი, ამიტო შენს ქვეყანას ნუ ახსენებ ხოლმე იმ კონტექსტში, სადაც ეს სიმართლე არაა. თორე შენს სპორტულ შესაძლებლობებში არავის გვეპარება ეჭვი.
ირაკლი
15 იანვარი 2022 12:04
7
ააა ანუ შოუა, არასერიოზულია და ყველაფერი მოსულა (?!)
დედისგინებაც მარა ხუმრობით რათქმაუნდა
Tazo
15 იანვარი 2022 10:15
4
გაიგეთ ეს ყველაფერი არის მაყურებლის მოსაზიდად ანუ რეიტინგის თვის და მებრძოლებმა იციან რომ არასერიოზულია თუმცა ალბათ ყველაფერში ზომიერებას საჭირო და ჭკვიანურად შეიძლება გააკეთო შეურაცხყოფის გარეშე.
კახა
14 იანვარი 2022 23:01
2
ასე არ შეიძლება კაცი ავადაა და ვერ იჩხუბა ინტერნეტში ჩემი აზრით არ შეიძლება ასე აგინო და კუნთები ათამაშო ალბათ ასეთი დავალება აქვთ UF ში ან კონტრაქტში უდევთ რომ მერე ასე მოიხსენიონ არადა კარგი მებრძოლია ის ინგუში
გიო
14 იანვარი 2022 21:42
6
ის რუსია ეს ესპანელი ისე ცნობისთვის, სადღეგრძელოებით რო გამოხვედით ზოგიერთი
კავკასიის შვილებიო :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
asbdfjg
14 იანვარი 2022 16:02
20
ადამიანს კოვიდი აქვს რა შუაშია შიში,
სასწაულები ხართ
14 იანვარი 2022 15:47
6
ვინც ამას სპორტი დაარქვა,მე მაგის......ჯერ მარტო შეჯიბრის წინ ერთმანეთის პირისპირ რომ დგებიან პრე-კონფერენციაზე და ბოლო სიტყვებით რომ ამკობენ ერთმანეს მარტო მაგის გულისთვისაა ასაკრძალი
კახა ქ.
14 იანვარი 2022 15:42
5
ვერ აღვიქვავ ამას სპორტის სახეობად, პრინციპში არც არის. წლების წინ მიწისქვეშეთში რომ იმართებოდა და აკრძალული იყო ამის ჩვენება, დღეს უკვე მიწის ზემოთაა და წარმოადგენს სარფიან ბიზნესს ადამიანების დასახიჩრების ხარჯზე. არანაერი ესთეტიკა და რესპექტი არ გააჩნია ასეთ ბრძოლას
qomagi
15 იანვარი 2022 10:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული