"ძალიან მიყვარხართ..." - ჭიკაძე ქართველ გულშემატკივარს მიმართავს

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, დღეს, 16 იანვარს, ლას ვეგასში UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან დამარცხდა.

ქართველმა ათლეტმა რვაკუთხედში მძიმე დაზიანებები მიიღო, მოგვიანებით კი "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდის მეშვეობით გულშემატკივრებს მიმართა:

"არიყო ჩვენი დღე, რავუყოთ, არ გამოგვივიდა, რა გითხრათ... ახლა ლას ვეგასის საავადმყოფოში გამომიშვეს, ბევრი ტრავმა მაქვს მიღებული: ცხვირი მოტეხილი, თვალის ძვალი გატეხილი და ტვინში მაქვს სისხლჩაქცევა, ამიტომ აკვირდებიან, ცოტახანი აქედან არ გამიშვებენ, უნდა დამაკვირდნენ, რომ ტვინში სისხლჩაქცევები არ გაგრძელდეს, თორემ მერე შეიძლება თავის ოპერაციაც დამჭირდეს, დიდი ალბათობით ყველაფერი კარგად იქნება.

ძალიან ვწუხვარ
რაც მოხდა და როგორც, გული ძალიან მაქვს გატეხილი, განსაკუთრებით იმით, რომ რასაც შეგპირდით ვერ აგისრულეთ, თუმცა დიდი გამოცდილება მივიღე ამ ჩხუბიდან, იმ შეცდომებს აღარ დავუშვებ რაც მომივიდა.

პირველი რაუნდი მემგონი კარგი იყო, თავს ისე ვგრძნობდი რომ არვიცი... ცოტა ვიჩქარე, ადრენალინმა იჭარბა, ბავშვობიდან ეს პრობლემა მქონდა, სიჩქარე მიყვარდა, ემოციებს ვერ ვთოკავდი და ფაქტიურად დღესაც ანალოგიური მომივიდა, რაც არ არის სწორი, მითუმეტეს ისეთი სპორტსმენისგან, როგორიც მე ვარ და რამხელა გამოცდილებაც მაქვს, ასეთ შეცდომებს არ უნდა ვუშვებდე, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. შემდეგზე ამ შეცდომას ნამდვილად აღარ დავუშვებ, ისე ვგრძნობ თავს 10-ჯერ რომ მაგ ბიჭთან მაჩხუბონ 1-ს თუ მოიგებდა და ის ერთიც ეს იყო მაგისთვის, რას ვიზამ, რაც იყო იყო, გული მწყდება იმაზე, რომ ძალიან კარგი სვლა მქონდა, ფაქტიურად დასახულ მიზნამდე ახლოს ვიყავი, მაგრამ ამაზე უფრო რთული რაღაცეები მქონია და ერთი წამით არ გეგონოთ, რომ აქ დავნებდები! ათჯერ და ასჯერ უფრო ძლიერი დავბრუნდები, ცოტა გამოვჯანმრთელდე, ტრავმებს მივხედავ და მერე გაჩვენებთ რაც მოხდება და როგორც, ქართული სული უტეხია.

არ ვიცი რას ფიქრობთ, მაგრამ მე გავერთე, მიყვარს ჩემი საქმე, ვგიჟდები იმაზე რასაც ვაკეთებ. არ გამოვიდა ის, რასაც ვგეგმავდი და რაც თქვენთვის მინდოდა, ამას უკეთესობისკენ შევცვლი და მომავალში უფრო მაგრად დაგიბრუნდებით, საავადმყოფოში ჩხუბის მერე რაც მომიყვანეს იმის მერე აქ ვარ, ალბათ დღეს აქ გავჩერდები.

ძალიან მიყვარხართ, ყველას დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის, გული მწყდება იქიდან ვერ მოგილოცეთ ძველით ახალი წელი, როგორც მჩვევია ჩხუბის მერე ინტერვიუებით, საქართველოს დროშის დღე, ბევრი კარგი რამის თქმა მინდოდა, მაგრამ აქედან მიწევს. ყველაფერი მაგრად იქნება, მიყვარხართ და მალე დაგიბრუნდებით" - განაცხადა გიგამ.

შეგახსენებთ, ჩვენებური ამერიკელ მებრძოლთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.




ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
გიგა თვითონვე ამბობდი,რომ თუ მეტოქე შეცდება,დავაფინიშებო.სამწუხაროდ პირველად შენ შეცდი და მეტოქეც მაგარი ბიჭი იყო.გულს ნუ გაიტეხ,ერთი წაგება გაცილებთ მეტს გასწავლის,ვიდრე 10 გამარჯვება.ამ ბრძოლითაც დაამტკიცე,რომ ნამდვილი ვაჟკაცი ხარ და დარწმუნებული ვარ,უფრო ძლიერი დაბრუნდები.მთავარია ჯანმრთელობა სრულად დაიბრუნო და ფორმაც აღიდგინო.მერე კი,ყველაფერი ჯერ წინ გაქვს და მიზანსაც მიაღწევ!ჯერ სწრაფ გამოჯანმრთელებას,შემდეგ კი უკვე დიდ გამარჯვებებსაც გისურვებ.წელიწადი ცუდად დაიწყე,მაგრამ მთავარია წლის ბოლოს სად იქნები.მჯერა,რომ წლის ბოლოს კიდევ უფრო მაღალ რანგში იქნები.წარმატებები.
სოსო
22:17 16-01-2022
0
ვეთანხმები პირველი სერიოზული მეტოქე ყავდა და გამოჩნდა რეალურად რა შეუძლია პირველი და უმთავრესი მეორე ნომრად საერთოდ არ ვარგა ვერაფერი კონტრშეტევა ვერ განახორციელა და თითქმის გაჩერდა მოკლედ ბევრი შრომა ჭირდება მეტოქემ შეასრულა რაც Yქვა ჭკუით მოუგო ასეა მარტო ფიზიკურობა არ შველის ყველაფერს ჭკუა სჭირდება მიუხედავად ყველაფრის ქართველი გულშემატკივარი გვერდში გიდგას გული არ გაიტეხო სწორი დასკვნა ეს უკვე წარმატებაა საკუთარი პლიუსების უფრო მეტად გამოყენება კლინჩში მეტი მუშაობა
კახა
01:47 17-01-2022
1

სიახლეები პოპულარული