2022 წლის UFC-ის პირველ ღონისძიებაზე გიგა ჭიკაძემ და კელვინ კატარმა შესანიშნავი 5 მატჩიანი დრამა შემოგვთავაზეს. შეგახსენებთ, ორთაბრძოლა ამერიკელის გამარჯვებით დასრულდა. როგორც უცხოური მედია იტყობინება, ვეგასის 46-ე ღონისძიების ქართულ-ამერიკულმა დაპირისპირებამ შესაძლოა წლის მთავარი შეხვედრის ტიტულიც მოიპოვოს (ერთ-ერთი ფავორიტი იქნება).
mmafighting ბრძოლას აფასებს და კელვინის მაქსთან დაპირისპირებას იხსენებს, პარალელს კი ჭიკაძესთან შეხვედრაზე ავლებს:
"ზუსტად 1 წლის წინ კატარი ყოფილ ჩემპიონთან, მაქს ჰოლოვეისთან სასტიკად დამარხდა, 1 წლის შემდეგ კი ჭიკაძესთან გონგიდან-გონგამდე დომინირებდა, ქართველმა მშვენივრად დაიწყო, თუმცა კელვინმა კიკბოქსიორს მძიმე დარტყმები მიაყენა, ყველამ ვიცით, რომ ქართველი თავის წონაში ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლია, თუმცა დღეს ამერიკელმა უპირობოდ სძლია".
რა თქმა უნდა, მსგავსი კალიბრისა და სანახაობის დაპირისპირებას ცნობილი მებრძოლებიც გამოეხმაურენ:
"ახლა შენ იცი, კელვინ გილოცავ" - ალექსანდრ ვოლკანოვსკი
"კელვინ გილოცავ, ეს რა წარმოდგენა იყო" - მაქს ჰოლოვეი
"დიდებული ორთაბრძოლა იყო" - კამარუ უსმანი
"ეს სულელური გართობა იყო" - პოლ ფელდერი
"კატარის იდაყვები იდეალურია" - კენი ფლორიანი
"დიდებული ბრძოლა იყო, წლის ნამდვილი დასაწყისი!" - ქებ სვანსონი
"წლის ბრძოლის მთავარი კანდიდატი იქნება" - ტიაგო მოიზესი